სტუდენტური კონკურსი: “art გაჩერება”

11/07/2018

სტუდენტური კონკურსი: “art გაჩერება”

2018 წლის 7 ნოემბერი

ექსპერიმენტული კურსის ფარგლებში ცხადდება კონკურსი: “art გაჩერება”

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პროექტი მოიცავს საკონკურსო ციკლს, რომლის მიზანია ქ.რუსთავის ტერიტორიაზე საჯარო სივრცეების და ურბანული გარემოს მეტად გაკეთილშობილა, ადამიანისა და გარემოს ურთიერთკეთილგანწყობის ხარისხის ამაღლება. ხოლო კონკურსის “art გაჩერება”-ს პირველი ტალღა მოიაზრებს ქალაქის ძველ ნაწილში, ცენტრალურ გამზირზე (კოსტავას გამზირი) ოთხ ლოკაციაზე გაჩერების ფარდულის და მისი მიმდებარე სივრცის ორგანიზებას. კონკურსი ღიაა არქიტექტურის, ლანდშაფტისა და ურბანული დიზაინის სპეციალობის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

1. პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ნოემბერი

2. წარმოდგენილი პროექტებიდან შეირჩევა 4 პროექტი, რომელსაც შეარჩევს სპეციალური კომისია, ამასთან კომისია უფლებამოსილია არ შეარჩიოს არცერთი პროექტი.

3. პრემია გამარჯვებულ პროექტზე შეადგენს 1000 ლარს

დამატებითი მასალის ჩამოსატვირთად

https://wetransfer.com/downloads/0d616d8ec001a3da79681128c2412eca20181107092841/a83eee?fbclid=IwAR3WbXZlV_ehfgFbKywWhZ2yqpxpBDhTapSXOZFN25JrRSs9mLXqVxD6AeE




 

სიახლეებში დაბრუნება