ჩარლზ ლანდრის ლექცია თემაზე: "ქალაქის შენების ხელოვნება"

10/22/2018 ჩარლზ ლანდრის ლექცია თემაზე: "ქალაქის შენების ხელოვნება" 

2018 წლის 22 ოქტომბერს, 17 საათზე თბილისის საკრებულოში გაიმართება ინგლისელი  ანალიტიკოსი, ჩარლზ ლანდრის ლექცია თემაზე:  "ქალაქის შენების ხელოვნება". 
ლანდრი მსოფლიოში ცნობილი გახდა შემოქმედებითი ქალაქის კონცეფციის პოპულარიზაციით, მისი ფსიქოლოგიის, შემოქმედებითი ბიუროკრატიის და სახელოვნებო პოტენციალის წილის კვლევითა და სტრატეგიული დაგეგმარებით. 
ჩარლზ ლანდრის თბილისში სტუმრობის პროექტს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" ახორციელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით. 
დასწრება თავისუფალია! 



 

სიახლეებში დაბრუნება