საერთაშორისო კონკურსი – ვორქშოფი პოლონელ სპეციალისტებთან და სტუდენტებთან ერთად

10/25/2018 საერთაშორისო კონკურსი – ვორქშოფი პოლონელ სპეციალისტებთან და სტუდენტებთან ერთად თემაზე: „საგამოფენო პავილიონი“ გონიო–აფსაროსის არქეოლოგიურ–არქ იტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალში 

2018 წლის 25, 26 და 27 ოქტომბერს გონიოში გაიმართება ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო კონკურსი – ვორქშოფი თემაზე: „საგამოფენო პავილიონი“ გონიო–აფსაროსის არქეოლოგიურ–არქიტექტურულ მუზეუმ–ნაკრძალში. ვორქშოფს გაუძღვებიან პროფესორები პოლონეთის მხრიდან რადოსლავ კარასიეწიცზ–სზიპიორსკი და პროფესორი შოთა მუმლაძე, რომლებიც ხელმძღვანელობენ არქეოლოგიურ ექსპრდიციას გონიოში, ვორქშოფის ფარგლებში პოლონელი და ქართველი პროფესორები ჩაატარებენ ლექციებს პროექტის ირგვლივ.

საერთაშორისო პროექტში მონაწილეობას ღებულობენ პოლონეთის მხრიდან ქალაქ გდანსკის სამხატვრო აკადემიის და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტები. საქართველოს მხრიდან სტუ–ს არქიტქტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის და სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები. სულ 20 სტუდენტი ორივე მხრიდან. დაკომპლექტდება საერთაშორის ჯგუფები. ვორქშოფი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ინტერდისციპლინარული და საერთაშორისო ვორქშოფი ჩატარდება გონიოში. მეორე იგეგმება სემესტრის ბოლოს ქ. გდანსკში (პოლონეთი).

პროექტის ორგანიზატორია: ქ. ქუთაისი სტეფან კრუკოვსკის სახელობის პოლონურ–ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი.





 

სიახლეებში დაბრუნება