გერმანულ–ქართული ერთობლივი სასწავლო ექსპერიმენტული კურსის ფარგლებში ვიზიტი საპროექტო ტერიტორიაზე ქ. რუსთავში

10/22/2018

გერმანულ–ქართული ერთობლივი სასწავლო ექსპერიმენტული კურსის ფარგლებში ვიზიტი საპროექტო ტერიტორიაზე ქ. რუსთავში

2018 წლის 22 ნოემბერს, სტუდენტური კონკურსისა და მოსამზადებელი ექსპერიმეტული კურსის მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ქალაქ რუსთავში, ქ. რუსთავის მერიისა და სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით.

კურსის სტუდენტებს შეხვდნენ ქალაქ. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ეკა პაპუაშვილი, რომლებმაც სტუდენტებს გააცნეს რუსთავის გამოწვევები და სამომავლო გეგმები. არქიტექტურის სამსახურის სპეციალისმა სტუდენტებს გააცნო რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. წარადგინა სტრატეგიული საპროექტო არეალები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციასა და განახლებას, ცოცხალი საზოგადოებრივი სივრცეების შექმნისათვის. მოეწყო ექსკურსია ქალაქის ირგვლივ. ჯგუფმა მოინახულა აღნიშნული ტერიტორიები, დაათვალიერა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მათ შორის რუსთავის მუზუმი, ექსკურსიას უძღვებოდა უშუალოდ მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, რომელმაც მაქსიმალურად სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნა სტუდენტებს ქალაქ რუსთავის პოტენციალსა და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

სტუდენტებმა დაათვალიერეს უშუალოდ საკონკურსო ტერიტორიაც. ეკსურსიის დასასრულს მოეწყო შესვენება კულტურის სახლის სივრცეში. დღის ბოლოს შედგა შემაჯამებელი შეხვედრა მერიის შენობაში, აზრთა გაცვლა და სამომავლო სამუშაო ფორმატის დაგეგმვა. მერიის თხოვნით სტუდენტებს დაევალათ მოამზადონთ თავიანთი სტრატეგიული ხედვები ნანახი ობიექტების სამომავლო განვითარებისთვის ნაბიჯების გადასადგმელად.

შეხვედრამ სტუდენტებს მისცათ შესაძლებლობა სხვა კუთხით დაენახათ თვითონ ქალაქი რუსთავი და მისი ინდივიდუალური ხასიათი, მოსახლეობა, ქუჩები, შენობები და არქიტექტურა. ასევე პირადად შეეფასებინათ რუსთავის წინაშე არსებული გამოწვევები რათა საკონკურსო პროექტით სწორად უპასუხონ, ტერიტორიის წინაშე დასმულ ამოცანებს.










 

სიახლეებში დაბრუნება