მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა

05-06-2018 სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა
05-06-2018 7 ივნისს, 16:00 სთ., სტუ-ს გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული), სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის 700-ზე მეტი სტუდენტი.

სტუ-ს სტუდენტთა 86-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. კონფერენციის მუშაობა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

სექციების მუშაობის განრიგი

 

სიახლეებში დაბრუნება