მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მეცნიერთა და სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისათვის მოწვევის საფუძველზე მივლინების გაცემისა და დაფინანსების წესი

სტუ სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობი ფაკულტეტის მეცნიერთა და სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისათვის მოწვევის საფუძველზე მივლინების გაცემისა და  დაფინანსების წესის შესახებ
  
 
  დამტკიცებულია სატრანსპორტო და
 მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის
საბჭოს 2013 წლის  ––––––––––––
 სხდომაზე, ოქმი N   –––––––––––
 
 
 
საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისათვის ფაკულტეტის მეცნიერთა და სტუდენტების მივლინების გაცემისა და დაფინანსების წესის შესახებ
1.  ზოგადი დებულებანი:
1.1. – აღნიშნული წესი არეგულირებს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისათვის ფაკულტეტის ხარჯებით მეცნიერთა და სტუდენტთა მივლინების, დაფინანსებისა და  შედეგების შეჯამების ზოგად პრინციპებს.
1.2. – მიზნად ისახავს, ფაკულტეტის სამეცნიერო და კვლევითი პოტენციალის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენას,უცხო გამოცდილების გაზიარებასა და ფაკულტეტის შესაბამის სამეცნიერო მიმართულებაში გათვალისწინებას, ფაკულტეტის სამეცნიერო და  კვლევითი მატერიალური ბაზის განმტკიცებას, განახლებული ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენებას.
1.3. – არეგულირებს დასახელებული მიზნის მისაღწევად მაქსიმალური შედეგების მიღწევის პრაქრტიკას, საამისოდ ფაკულტეტის ბიუჯეტის ფორმირებას და მისი ეფექტურად გამოყენების ფორმებს.
 
2. სამეცნიერო მივლინების ხარჯების ფაკულტეტის ბიუჯეტის
ფორმირებაში გათვალისწინება
2.1. – ფაკულტეტის ბიუჯეტის ფორმირებისას, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისისათვის დეპარტამენტების ხელმძღვანელები ფაკულტეტის მენეჯერს წარმოადგენენ წლის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისათვის მეცნიერთა და სტუდენტთა მივლინებების სავარაუდო ხარჯების ზღვრულ რაოდენობას.
 
2.2. – ფაკულტეტის დეპარტამენტებს ამ მუხლის 2.1 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესასრულებლად ევალებათ, მხედველობაში მიიღონ მეცნიერთა და სტუდენტთა რაოდენობა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება, საკვლევი თემის აქტუალურობა, რომელიც დაკავშირებული უნდა იყოს ფაკულტეტზე განსახორციელებელი სამეცნიერო პროგრამების მიზნებთან და ამოცანებთან.
 
2.3  – წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ფაკულტეტის ბიუჯეტში სამივლინებო ხარჯების ერთიანი მაჩვენებელის ფორმირების მიუხედავად, თითოეულ დეპარტამენტს ეცნობება მათი სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით წლის განმავლობაში გასაწევი სამივლინებო ხარჯების  სავარაუდო ოდენობა.
 
 
3. საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე პირის განსაზღვრა
3.1. – საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება ეძლევა პირს, თუ  კონფერენციის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მოწვევა მიღებულია პერსონალურად, ზოგადი მოწვევის შემთხვევაში ფაკულტეტის ხელმძღვანელობა  სამეცნიერო მიმართულების, ხასიათისა და  ფაკულტეტის ინტერესების გათვალისწინებით მივლინების უფლებას აძლევს პირს, ვინც დაკავებულია კონფერენციაზე განსახილველი საკითხების შესწავლით, მუშაობს შესაბამისი მიმართულებით და შერჩეული მეცნიერული თემა პასუხობს კონფერენციაზე განსახილველი საკითხის აქტუალობას. შერჩევისას ყურადსაღებია, სამეცნიერო კონფერენციაში ჩართული იქნეს მაგისტრანტთა და დოქტორანტთა ფართო წრე.
3.2. – სამეცნიერო კონფერენციაზე მიწვეულმა აპლიკანტმა კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა მასზე მივლინების გაცემის შესახებ უნდა წარუდგინოს ფაკულტეტის მენეჯერს, შემდგმომ სპეციალისტთა ჯგუფი - კომისია, იხილავს საკითხს და იძლევა მოსაწვევ ბარათს,  წერილობით თანხმობას მივლინების მიზანშეწონილობის თაობაზე  მისი დასკვნის საფუძველზე, მენეჯერის სამსახურის მიერ  დადგენილი წესით, გაიცემა სამივლინებო ხარჯები.
 
4. საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მისავლინებელი აპლიკანტის განსაზღვრის კრიტერიუმები:
4.1. – საერთაშორისო კონფერენციაში მისავლინებელი პირი (პირები) განისაზღვრებიან ამ წესით შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე:
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე აპლიკანტის სამივლინებო დაფინანსების მოსაპოვებელი აუცილებელი პირობაა არანაკლებ 20 ქულის მოგროვება
N1
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების დონე
ქულა
 
1.1.
შეფასებისას გათვალისწინებულია სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზატორ(ებ)ის (სამეცნიერო ცენტრის, უნივერსიტეტის, საზოგადოების და სხვ) სამეცნიერო ავტორიტეტი, განსახილველი პრობლემის აქტუალობა ტექნიკური უნივერსიტეტისათვის, ღონისძიების მასშტაბი და სხვა. 1–დან 7–მდე ქულის  მინიჭება ხდება კომისიის წევრებს შორის კონსენსუსის საფუძველზე.
 
1–7
N2
აპლიკანტის როლი ღონისძიებაში
ქულა
2.1
აპლიკანტი არის ზეპირი მომხსენებელი პლენარულ სხდომაზე
7
2.2
აპლიკანტი არის ზეპირი მომხსენებელი სექციის სხდომაზე
5
2.3
აპლიკანტი ღონისძიებაზე წარმოადგენს სასტენდო მოხსენებას
2
          შენიშვნა: 2.1 – 2.3 პუნქტებში მინიჭებულ შეფასებებს დაემატება: ა) 2 ქულა, თუ                    
         აპლიკანტი არის ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის (თანა)
         თავმჯდომარე, ან თავმჯდომარის მოადგილე; ბ) 1 ქულა, თუ იგი არის 
         ღონისძიების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, ან სხდომის (თანა)  
         თავმჯდომარე.
 
+(2;1)
#3
სამეცნიერო შრომები*
ქულა**
 
3.1
ავტორიტეტულ უცხოურ ჟურნალში, ან შრომათა კრებულში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომა (ასეთად არ ჩაითვლება კონფერენციის თეზისები), ავტორიტეტული გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი მონოგრაფია, საერთაშორისო პატენტი
 
3
 
3.2
პუნქტ 3.1–ში აღნიშნულის გარდა სხვა რეფერირებულ ჟურნალში, ან შრომათა კრებულში გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომა (ასეთად ჩაითვლება კონფერენციის თეზისები), მონოგრაფია
 
2
3.3
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების თეზისი გამოქვეყნებული უცხოურ ჟურნალში ან შრომათა კრებულში
1
N4
თანადაფინანსების კომპონენტის არსებობა
ქულა***
4.1
ფაკულტეტის ბიუჯეტიდან მითხოვნილი თანხის 10%–ზე არანაკლები ხარჯების ანაზღაურება ხდება ღონისძიების ორგანიზატორების მიერ;
3
 
4.2
სრული ბიუჯეტის არანაკლებ 20%–ის ანაზღაურება ხდება: ა) სამეცნიერო პროექტის ბიუჯეტიდან, რომელშიც მონაწილეობს აპლიკანტი; ბ) ორგანიზაციის (ან სამეცნიერო ასოციაციის) მიერ, რომლის  თანამშრომელი (ან წევრია) აპლიკანტი.
 
2
4.3
სრული ბიუჯეტის არანაკლებ 20%–ის ანაზღაურება ხდება თვითდაფინანსებით (აპლიკანტის მიერ პირადა) ან სპონსორის მიერ; ან ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%–ზე ნაკლები (მაგრამ 2%–ზე მეტი) ხარჯის ანაზღაურება ხდება ღონისძიების ორგანიზატორების მიერ
 
1
N5
ბიუჯეტი
ქულა
5.1
ბიუჯეტი შესაბამისობაშია რეალურ ხარჯებთან
1
5.2
ბიუჯეტი მოითხოვს კორექტირებას
0
5.3
თუ აპლიკანტს კონფერენციის გახსნის დღიდან გადათვლილ წინა 12–თვიან პერიოდში ნასარგებლები აქვს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის სამივლინებო ხარჯებით, მისი ქულების ჯამს აკლდება 1 ქულა, ხოლო თუ წინა 6–თვიან პერიოდში – მაშინ 2 ქულა. ამასთან, 2013 კალნდარული წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პირს ნასარგებლები აქვს მივლინება 3000 ლარზე მეტის მოთხოვნის შემთხვევაში, აკლდება 5 ქულა.
 
 
 
5. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე პირის
მივლინების შედეგების შეჯამება
5.1 – მივლინებაში მყოფი პირი ვალდებულია მივლინების შედეგების თაობაზე, ფაკულტეტის მენეჯერს წარუდგინოს ფინანსური ანგარიში, ხოლო მისი მონაწილეობის, აქტიურობის, განხილული საკითხების მეცნიერული ღირებულებების, საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან, დაწესებულებათა ხელმძღვანელებთან ურთიერთობების, დამყარებული კავშირების, შეთანხმებების, მომავლის ამოცანების შესახებ წერილობით აცნობოს ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, რომელიც შესაბამის სამეცნიერო მიმართულების ჯგუფთან ერთად იხილავს მივლინების შედეგებს, და ღებულობს რეკომენდაციას მიღებული გამოცდილების მეცნიერთა და სტუდენტთა შემადგენლობისათვის გაზიარების მიზნით, გეგმავს წარდგენილი მეცნიერული ნაშრომის საჯარო განხილვას, ან პერიოდულ სამეცნიერო გამომცემლობებში გამოქვეყნებას.
 
 
 
სატრანსპორტო და მანქანათმშებელობის
ფაკულტეტის მენეჯერის სამსახური