მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ფაკულტეტის სამწლიანი სამოქმედო და შვიდწლიანი სტრატეგიული განვითრების გეგმები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი 

შესავალი

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტრანსპორტის (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო) ეფექტიანი ფუნქციონირება, რამდენადაც არ არსებობს სამეურნეო თუ სოციალური სფეროს არც ერთი დარგი, რომლის ნორმალური მუშაობა და განვითარება არ არის ტრანსპორტზე დამოკიდებული. აგრეთვე, ეროვნული მეურნეობის სხვადასხვა დარგების ტექნოლოგიური სრულყოფა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება, რომელიც მოითხოვს მექანიკის ინჟინერიის (მანქანათმშენებლობა; სამანქანათმშენებლო წარმოების ტექნოლოგია; მანქანათა მექანიკა, ტექნოლოგიური მანქანები და ავტომატიზირებული კომპლექსები; საფრენი აპარატების კონსტრუირება და წარმოება და ა. შ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას. ეს აუცილებელია თანამედროვე მანქანების, მანქანათა სისტემების, ავტომატიზირებული წარმოების და სხვადასხვა სახის მოწყობილობების აგების, ტექნიკური ექსპლუატაციის და მოდერნიზაციის საკითხების გადაწყვეტისათვის.

ტრანსპორტი ქვეყნის ეროვნული მეურნეობის უმნიშვნელოვანესი და მუდმივად განვითარებადი დარგია, რომლის წინსვლა ერთიანი სატრანსპორტო სისტემის სახით ეფუძნება მისი ყველა სახის (საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და სხვა) და ინფრასტრუქტურის (გზები, რკინიგზები, ხიდები, გვირაბები და სხვა) ჰარმონიულ შერწყმას. ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებისათვის ასევე დიდია თანამედროვე სამანქანათმშენებლო წარმოების ობიექტების შექმნა და მათი წარმატებული მუშაობა.  

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საქმიანობა მიმართულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობისთვის ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ინჟინერიის, აგრეთვე აღნიშნულ დარგებთან მჭიდრო კავშირში მყოფი სხვა დარგებისა თუ ქვედარგების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანისკენ.

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაზაზე კვალიფიციური და მოღვაწეობის დარგში აღიარებული პროფესორ-მასწავლებლების მიერ რეალიზებული პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ბოლონიის პროცესში ინტეგრაციაში ხელისშეწყობას ქვეყნის მოთხოვნების გათვალისწინებით და, შესაბამისად, საერთაშორისო დონის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტმა თავისი ფუნქციონირების პერიოდში ღირსეულად დაიკავა წამყვანი პოზიცია როგორც ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადების, აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებით.

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის მისიაა შექმნას ისეთი აკადემიური გარემო, რომელიც სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს ჩამოყალიბდეს შერჩეული სპეციალობის მიხედვით მაღალკვალიფიციურ კადრად, აღიზარდოს დამოუკიდებელ პიროვნებად, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვან წევრად; მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ფაკულტეტის თითოეული წევრის საზოგადოებრივ და აკადემიურ თვითგანვითარებასა და თვითრეალიზებას, რაც თანამედროვე თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობაა.

ფაკულტეტი ამ მისიის შესაბამისად მიზნად ისახავს უზრუნველყოს შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

  • აკადემიური უმაღლესი განათლების, ინოვაციური მეცნიერული კვლევების მაღალი ხარისხი ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ინჟინერიის, აგრეთვე აღნიშნულ დარგებთან მჭიდრო კავშირში მყოფი სხვა დარგებსა თუ ქვედარგებში;

  •  ტრანსპორტის, მექანიკის ინჟინერიისა და სამრეწველო ინჟინერიის, აგრეთვე აღნიშნულ დარგებთან მჭიდრო კავშირში მყოფი სხვა დარგებსა თუ ქვედარგებში პროფესიული განათლების მიმართულებით აღზარდოს მაღალკვალიფიციური საზოგადოების საჭიროებაზე ორიენტირებული კადრები;

  •  პროფესიული და აკადემიური უმაღლესი განათლება განახორციელოს თავისუფალი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და, იმავდროულად შეინარჩუნოს სამეცნიერო და აკადემიური ცოდნის მნიშვნელობა და ღირებულება;

  •  მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების მოქნილი სისტემის დანერგვასა და განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა;

  •  ფაკულტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის, სტუდენტის სწავლის, სწავლებისა და კვლევის თავისუფლების, მობილობის შეუზღუდავი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;

  •  ფაკულტეტზე კვლევისა და სწავლების რეგიონალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობის კავშირების გაღრმავება და ახალი კავშირების დამყარება ძირითადი და მონათესავე პროფილის საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო დაწესებულებებთან;

  •  სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფისათვის სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში ფაკულტეტის პერსონალისა და სტუდენტების ჩაბმა;

  •  სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგების სასწავლო პროცესში და წარმოებაში დანერგვა.

ფაკულტეტის ფუნქციას მისიის განხორციელებააში წარმოადგენს მისი ყოველმხრივი მხარდაჭერა და მჭიდრო ურთიერთობები უნივერსიტეტის სამსახურებთან, სასწავლო პროცესის მაქსიმალურად მაღალკვალიფიციურად წარმართვისათვის, ხელმძღვანელობის მხარდაჭერა ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების და განვითარებისთვის მიღებულ საჭირო და აუცილებელი გადაწყვეტილებების განხორციელებაში.

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ხედვა და ღირებულებები ეფუძნება უნივერსიტეტის ხედვასა და ღირებულებებს და მის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ტრანსპორტის, მანქნათმშენებლობის, მრეწველობისა და მათთან დაკავშირებული დარგების მიმართულებების უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის კვალიფიკაციისა და პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირების მომზადებას, რომლებიც განახორციელებენ წარმატებულ საქმიანობას ისეთ სახელმწიფო და კერძო საწარმოებში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მანქანა-მოწყობილობების სერვისის, მოდერნიზირების და დაპროექტება-დამზადების საინჟინრო საკითხების გადაწყვეტასთან, ანუ ქვეყნის ეკონომიკის ყველა სფეროში - აგრარულ, თავდაცვის, კვების და მსუბუქი მრეწველობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამეცნიერო, მანქანათმშენებელ, საკონსტრუქტორო და საექპერტო ორგანიზაციებში, სატრანსპორტო ფირმებში, მუნიციპალურ და კერძო ავტოსატრანსპორტო კომპანიებში, ძალოვანი სტრუქტურების ავტოპარკებში, სავაგონო და სალიანდაგო მეურნეობებში, ელექტროვაგონშემკეთებელ, ელმავალმშენებელ, რუსთავის ვაგონმშენებელ ქარხნებში, თბილავიამშენში და სხვა.

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი არსებობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს საქართველოში არსებული უმსხვილესი დარგის ტრანსპორტის, აგრეთვე მანქანათმშენებლობისა და სხვა სამრეწველო ორგანიზაციებისთვის ისეთი მაღალკვალიფიციური და ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომელნიც შეძლებენ:

ა) შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას და კვალიფიკაციის საფეხურის შესაბამისად დარგისთვის სიახლის მომცველი წინადადებების მიწოდებას;

ბ) დარგში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების საფუძვლიან მეცნიერულ შესწავლასა და ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას, რომელთა დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დარგებში რიგი პრობლემატური საკითხების გადაჭრა;

გ) მაღალი მოქალაქეობრივი კულტურის გამოვლენას და ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს:

ა) უმდიდრესი ისტორიული წარსულისა და მიღწევების მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსებისა და პატივის დაცვა;

ბ) სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ღირსებისა და პატივის დაცვა;

გ) უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის არსებობის უმთავრესი ღირებულებების - სტუდენტისა და პედაგოგის ღირსებისა და პატივის დაცვა;

დ) უმთავრესი პრინციპის განხორციელება - თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი სასწავლო პროცესის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს სტუდენტისთვის სწავლის შეუზღუდავ გაგრძელებას, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და მობილობას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და/ან პრაქტიკული საქმიანობას, სადაც ექნება უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის და წარმოებაში შეძენილი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე კარიერული წინსვლის პერსპექტივა.

ფაკულტეტის სურვილია 5-7 წლის შემდეგ იმყოფებოდეს განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე, ვინაიდან აღნიშნულ ვადაში შესაძლებელია, რომ ტრანსპორტში, მექანიკის ინჟინერიაში და სამრეწველო ტექნოლოგიებში მიმდინარე მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის და მსოფლიოში საზოგადოების ცივილიზაციური განვითარების უსწრაფესი ტემპების კვალდაკვალ სტუდენტებს, თანამშრომლებს, დამსაქმებლებს და სხვა გარეშე პარტნიორებს ექნებათ სრულად განსხვავებული მიდგომები და მოთხოვნები ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადების დონესთან მიმართებაში, რადგან მათ მოუწევთ განსხვავებულ გარემოსთან შეგუება და მთელი რიგი ახალი პირობების დაკმაყოფილება, რაც აისახება მომავალი სამსახურებრივი დასაქმების საკონკურსო პირობების მოსალოდნელ გაზრდილ მოთხოვნებში. ჩვენი ხედვაა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით საჭირო მასალების მოპოვება, გააზრება, ღრმად გაანალიზება და მეცნიერული კვლევა, რათა ფაკულტეტის მიერ აღზრდილი ნებისმიერი სტუდენტი მზად იყოს დააკმაყოფილოს საბაზრო პირობების მკაცრი მოთხოვნები, იყოს კონკურენტუნარიანი და მიზანმიღწევადი.

სატრანსპორტო და მანქნათმშენებლობის ფაკულტეტი აცნობიერებს რა, სწავლების ახალი, პროგრესული და განვითარებადი ევროპული მეთოდების გამოყენებისა და თეორიულ-ექსპერიმენტალური კვლევების განხორციელებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების შეთავაზების აუცილებლობას, ფაკულტეტის ტრადიციული ორგანიზაციული ერთეულების მოდერნიზაციასა და გაძლიერებას, ძველი და ახალი აკადემიური სტრუქტურების მდგრადობის შენარჩუნებასა და ურთიერთკოორდინაციას, ინტერდისციპლინური სწავლებისა და კვლევის განვითარებას და ყოველივე ამაში ხარისხის უზრუნველყოფის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას, ისახავს ფაკულტეტის სტრატეგიულ გეგმას, რომელიც გამომდინარეობს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების 7 წლიანი გეგმისგან.

სიტუაციური ანალიზი

· სად ვიმყოფებით - ამჟამად ფაკულტეტი იმყოფება განვითარების გარდამავალ ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანია გამოკვეთოს საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი განვითარებისთვის საჭირო ძლიერი და სუსტი მხარები.

· ძლიერ მხარედ უნდა ჩაითვალოს:

ა) ადამიანური რესურსი (კონკურსგავლილი პროფესურა, მოწვეული პროფესურა და აკადემიური ხარისხის მქონე გარე ახალგაზრდა სპეციალისტთა რეზერვი);

ბ) ფაკულტეტის პროფილის წარმოება-დაწესებულებებთან და უნივერსიტეტებთან მჭიდრო კონტაქტები და გაფორმებული მემორანდუმები;

გ) ურთიერთობა ფაკულტეტის პროფილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, შესაბამისი კვლევებისა და ლაბორატორიული ბაზების გამოყენების მიზნით.

· როგორია დაინტერესებულ მხარეთა მოთხოვნები - აღნიშნული პუნქტი შეიძლება განხილულ იქნეს ორ კონტექსტში - სტუდენტები და დამსაქმებლები.

ა) სტუდენტების მოთხოვნაა, მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული პროფესორთა მიერ სალექციო კურსების წაკითხვის თანამედროვე ტექნიკური საშუალებები და თვალსაჩინოებანი, პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარებისას სიმულატორები, ხოლო ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარებისას კი თანამედროვე ლაბორატორიული სტენდები და მოწყობილობანი;

ბ) დამსაქმებელთა ძირითად მოთხოვნად რჩება თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე პრაქტიკული კომპონენტის წილის გაზრდა და დარგის პერსპექტიულ განვითარებაზე ორიენტაციის აღება, რომელთა გათვალისწინებაც ხორციელდება და მომავალშიც იგეგმება.

· რას გვეუბნებიან მოპოვებული შეფასებები - მოპოვებული შეფასებები გვეუბნებიან, რომ საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამის განვითარება და სტუდენტებისათვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ინტენსივობის გაზრდა.

· რა გამოგვდის კარგად - ფაკულტეტს კარგად გამოსდის მისი პროფილის ორგანიზაცია-დაწესებულებებთან და უცხოეთის სასწავლო და სამეცნიერო პროფილის ორგანიზაცია-დაწესებულებებთან ურთიერთობა, რაც ასახულია ურთიერთთანამშრომლობის 15 მემორანდუმში. ასევე, ურთიერთობები სტუდენტებთან, ფაკულტეტზე არსებული სტრუქტურების კოორდინირებული და გუნდური თანამშრომლობა.

· რისი გაუმჯობესება შეგვიძლია - ფაკულტეტს სასწავლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით შეუძლია სასწავლო აუდიტორიებისა და კაბინეტ-ლაბორატორიების განახლება (თვალსაჩინოებებით, ტექნიკური საშუალებებით, ლაბორატორიული სტენდებით და მოწყობილობებით, სიმულატორებით), დისტანციური სწავლების განხორციელება „ლექტორი-სტუდენტი“ პრინციპით, სკოლებთან ურთიერთობათა გაფართოვება სკოლებთან მოსწავლეთა დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობის გაძლიერება.

·

  • სუსტ მხარეებად უნდა ჩაითვალოს:

ა) ლაბორატორიული მოწყობილობანი, რომელთა ნაწილი მოძველებულია და მოითხოვს განახლებას, რეაბილიტაციას და სიმულატორების არ არსებობა სასწავლო პროცესში;

ბ) უცხო ენის მფლობელი აკადემიური პერსონალის სიმცირე, რაც ართულებს ევროპულ (ინგლისური, გერმანული და სხვა) ენებზე ფაკულტეტის პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას.

·

  • რა ხდება ჩვენს გარშემო, ტენდენციები
- ტრანსპორტი არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული დანიშნულების ფუნქციის მქონე დარგი. ამოქმედების ფაზაშია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფნის ფუნქციონირებაში, გაიზრდება ტვირთნაკადები და შესაბამისად სატრანსპორტო გადაზიდვების მოცულობა, შეიქმნება ახალი სადგურები და სხვა სატრანსპორტო დანიშნულების ობიექტები. ტრანსპორტი პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასთან და შესაბამისად ეკონომიკურ სიძლიერესთან.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი სამანქანათმშენებლო და სამრეწველო საწარმოების ამოქმედება, რომელთათვისაც საჭირო გახდება არსებული კადრის გადამზადება და ახალი კვალიფიციური კადრების მიწოდება.

სტრატეგიული პრიორიტეტები

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი არსებული მდგომარეობით არის ფინანსურად მდგრადი, მაგრამ საჭიროა ბიუჯეტის უფრო ეფექტიანად გამოყენება, შესაბამისად, უნდა განისაზღვროს ფაკულტეტის პრიორიტეტები. აღნიშნული მიზნით:

  • რათა მივაღწიოთ ჩვენს ხედვას,  ფაკულტეტის ხელმძღვანელობის ძალისხმევა კონცენტრირებული იქნება ხარისხზე ორიენტირებული საგანმანათებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მუდმივ განვითარებაზე დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობით, სტუდენტური ცხოვრების მხარდამჭერი გარემოს შექმნაზე, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასა და პერსონალის გადამზადებაზე საქმიანობის მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვის მიზნით;
  • · ღნიშნული პრიორიტეტების განხორციელებისთვის და მიზნების მიღწევისათვის ფაკულტეტის დეკანატის, ხარისხის უზრუნველყოფის და მენეჯერის სამსახურების კოორდინირებული მუშაობის გაძლიერება, დამსაქმებლებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთთანამშ-რომლობის გაღრმავება.

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის

შვიდწლიანი სტრატეგიული   გეგმა (2018-2024 წ.წ.)


სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის

სამწლიანი სამოქმედო გეგმა (2019-2021წ.წ.)