მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

რევაზ სტურუას პოეზიის საღამო

08-02-2018

      7 თებერვალს „სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის“ ფაკულტეტზე გაიმართა რევაზ სტურუას პოეზიის საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, მენეჯერი, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სტუდენტები. ქართული ფილოლოგიისა და მედია ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ჯაგოდნიშვილი, რომელიც გახლავთ ბატონ რევაზ სტურიას ლექსების კრებულის შეუცვლელი რედაქტორი ისაუბრა მის შემოქმედებაზე, რომლის შემდგომ ბატონ რევაზ სტურუამ წაიკითხა ლექსები, პერიოდულად ცვლიდნენ მას სტუდენტი-ახალგაზრდობა. ღონისძიების დასასრულს ავტორმა მადლობა გადაუხადა სტუმრობისათვის ფაკულტეტის წარმომადგენლებს და საზოგადოებას წიგნი "n+1" წარუდგინა.


 

სიახლეებში დაბრუნება