მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გერმანელი პროფესორის ლექცია გერმანულევან ლოგისტიკის საბაკალავრო სტუდენტებთან

28-11-2017 ლოგისტიკის გერმანულ-ქართული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ვიზიტი კომპანია

,,დიპლომატ ჯეორჯია’’-ში



გასულ კვირას ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტები გერმანელ პროფესორ-მასწავლებელთან ერთად კომპანია ,,დიპლომატ ჯეორჯიას’’ ეწვივნენ. როგორც მოგეხსენებათ გერმანულ-ქართული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ინტენსიური ბლოკ ლექციები, რომელსაც ატარებენ ჩვენი პარტნიორი ვილდაუს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ერთ-ერთი ესეთი ვიზიტის დროს საგანში ,,სასაწყობო სისტემების დაგეგმარება’’, რომელიც ჩაატარა გერმანელმა პროფესორმა ანდრეას დუდლიკმა, განხორციელდა მე2 და მე-3 კურსის სტუდენტების ვიზიტი კომპანია ,,დიპლომატ ჯეორჯიაში’’, სადაც ისინი გაეცნენ საწყობის მართვის თანამედროვე სისტემებს და ინფორმაცია მიიღეს არსებული ლოგისტიკური პროცესების შესახებ.

დიპლომატ ჯეორჯია წარმოადგენს კომპანიების Procter & Gamble და Nestle-ს ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქარველოში, რომელიც მართავს 6000 კვმ. A-კლასის საწყობს თბილისში. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტთან სწარმო პრაქტიკის ფარგლებში.

 

სიახლეებში დაბრუნება