მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გარე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

15-09-2023ობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ - მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge (2023 წლის 21 აგვისტოდან - 7 სექტემბრის ჩათვლით) გაივლის რეგისტრაციას და მოიპოვებს სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა გაიაროს რეგისტრაცია სტუ-ში, ოფიციალურ ვებ - გვერდზე (www.gtu.ge) განთავსებული ინფორმაციის შესაბამისად.
· საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის წესით გადმომსვლელმა განცხადება (დანართი 1) და თანდართული დოკუმენტაცია (დანართი 2) უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

· საბუთები მიიღება: ყოველდღე 2023 წლის 11 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით. 10 00 სთ-დან - 16 00 სთ-მდე;

· მისამართი: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; 1- ლი სართული; სტუ-ის კანცელარია;

· მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :



1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).

3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;

4. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;

5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

6. ბაკალავრმა - საშუალო განათლების ატესტატის ასლი;

მაგისტრანტმა - ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);

დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).

· ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2023 წლის 18 სექტემბრის 17 სთ-ისა.

· მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს დაუყოვნებლივ განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

· საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე

შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

N

სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1

ტრანსპორტი

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

2

მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დოკუმენტი სფეროების კლასიფიკატორის შემდეგი ფართო სფეროებიდან:

07 ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.


·     ბრძანება სტუ–ში  მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2023 წლის 1 ოქტომბრისა;

·     სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.  


 

სიახლეებში დაბრუნება