მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

26 ივლისს ფაკულტეტს პოლონეთის და თურქეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

26-07-2023

  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, Erasmus+ KA01 საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (AGH University of Science and Technology) - კრაკოვი, პოლონეთი) და ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის (Yildiz Technical University – YTU - სტამბოლი, თურქეთი) წარმომადგენლები სტუმრობდნენ.


 ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ოთარ გელაშვილთან და ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან. შეხვედრაზე, კომპეტენციისა და სასწავლო პროფილების შესაბამისად განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის სხვა და სხვა საკითხები.  სტუმრები დეტალურად გაეცნენ ფაკულტეტის სპეციფიკას, არსებულ პროგრამებს, სასწავლო ლაბორატორიულ ბაზებსა და ზოგად გარემოს. თავის მხრივ სტუმრებმა ასევე წარმოადგინეს პრეზენტაციები თავიანთი მშობლიური უნივერსიტეტებისა და იმ ფაკულტეტების შესახებ რომელსაც უშალოდ წარმოადგენდნენ ვიზიტისას.  ვიზიტი შეიძლება შეფასდეს საინტერესოდ და სასარგებლოდ სამომავლოდ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობების კუთხით. 

  აქვე აღვნიშნავთ, რომ ინტერნაციონალიზაციის პროცესი ფაკულტეტის სტრატეგიულ განვითარებაში უპირობო პრიორიტეტს წარმოადგენს და ფაკულტეტის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის თანმიმდევრული პოლიტიკის გასატარებლად.   


 

სიახლეებში დაბრუნება