მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა

  მიმდინარე წლის 25 ივლისს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის, 2022-20233 წლების კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება სტუ-ს პირველი სასწავლო კორპუსის ფოიეში საზეიმო ვითარებაში ჩატარდა და მას ჩვენი ფაკულტეტის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები, მათი ოჯახის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებას უძღვებოდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, რომელმაც მიმართა კურსდამთავრებულებს და მათ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულება მიულოცა და სამომავლოდ კარიერულ ზრდასა და პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.

  ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, ასევე მიმართეს პროფესორ-მასწავლებლებმა, აკადემიური დეპარტამენტებისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე თავად კურსდამთავრებულებმა. უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვით გამოსვლებში ძალიან აქტიურობდნენ ღონისძიების მთავარი მოქმედი პირები - ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები. ისინი თავის სიტყვაში ერთმანეთ ულოცავდნენ საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებას და მადლიერებას გამოხატავდნენ, როგორც ზოგადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე ფაკულტეტის და  თავიანთი პედაგოგების მიმართ.

 აღსანიშნავია, რომ ზოგადი გარემო იყო ძალიან პოზიტიური და თბილი. ჩვენს კურსდამთავრებულებს აშკარად ეტყობოდათ საკუთარი წარმატებით გამოწვეული კმაყოფილება, რაც ზოგადად გადამდები იყო დამსწრე საზოგადოებისათვის. ღონისძიების ბოლოს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, საყოველთაოდ აღიარებული, ტრადიციული წესის მიხედვით, ქუდები საზეიმოდ ჰაერში ისროლეს და სპეციალურ სამახსოვრო დაფაზე, თავიანთი სურვილები და ემოციები წერილობითი სახით გამოხატეს.

  ფაკულტეტის ადმინისტრაცია, დეკანის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს 2022-2023 წწ კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს და სამომავლოდ პირად ცხოვრებაში ბედნიერებას და კარიერული პერსპექტივების კუთხოთ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით!


 

სიახლეებში დაბრუნება