მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კომპანია "ავტობანს" ფაკულტეტის პროფესორები ლექციების წასაკითხად ეწვივნენ

07-07-2023

ჩვენი პროფესორების ლექციები კომპანია „ავტობანში“


   საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია ავტობანს შორის გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორები, კომპანია "ავტობანში", თანამშრომლებისათვის ლექციებს წაიკითხავენ.


  აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სალექციო კურსი 26 ივნისს დაიწყო და 7 ივლისს დასრულდება "საავტომობილო ტრანსპორტის ინჟინერიის" მიმართულებით. კურსი ითვალისწინებს ავტომობილის ტექნიკური და საინჟინრო პარამეტრების; კლასიფიკაციის; ძირითადი მექანიზმების და სისტემების; კონსტრუქციული პარამეტრების; ზოგადი მოწყობილობების მუშაობის პრინციპებისა და სამუშაო პროცესების; ასევე ავტომობილის ელექტრული და ელექტრონული სისტემების დიაგნოსტიკის მეთოდების და ტექნიკური საშუალებების შესახებ მსმენელთა ინფორმირებას; სალექციო კურსში, ადაპტირებული ხერხით გამოყენებული იქნება თანამედროვე აკადემიური სწავლების სალექციო თეორიული მასალები და საგანმანათლებლო რესურსების სხვა თანამედროვე საშუალებები და მეთოდები, რომელიც აპრობირებულია შესაბამის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში „ტრანსპორტი“, რომელიც ექსკლუზიურად ისწავლება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე.


    აღსანიშნავია, რომ კომპანია ავტობანსა და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, საკმაოდ ნაყოფიერი და შედეგიანი ურთიერთობები აკავშირებს. უკვე წლებია აქტიური თანამშრომლობაა, როგორც სტუდენტთა დასაქმების, ასევე სტაჟირებებისა და პრაქტიკული სწავლების მიმართულებით. სალექციო კურსის წარმოადგენს ორ მხარეს შორის თანამშრომლობის განვითარების ახალ ეტაპს. გარდა იმისა რომმსგავსი ინიციატივამჭიდროდ აკავშირებს საგანმანათლებლო ერთეულს ბიზნეს სექტორთან, ასევე შესაძლებლობას იძლევა ის როგორც წარმატებული პროექტი, დაინერგოს ფაკულტეტზე და სამომავლოდ შეთავაზებული იქნას, სხვა პარტნიორო ორგანიზაციებისა და დარგის წარმომადგენელი ინდუსტრიებისათვის.



 

სიახლეებში დაბრუნება