მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ფაკულტეტის სტუდენტებს საზეიმო ვიტარებაში სერთიფიკატები გადაეცათ

12-07-2023

ფაკულტეტის სტუდენტებს ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ

   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს, ტრენინგის „კარიერული განვითარება“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.


   სერტიფიკატები სტუდენტებს, ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ოთარ გელაშვილმა, ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით, საზეიმო ვითარებაში გადასცა და მათ ტრენინგების წარმატებით გავლა მიულოცა. დეკანმა აღნიშნა: "მნიშვნელოვანია რომ სტუდენტებს აკადემიური, გეგმური სწავლების პარალელურად, შესაძლებლობააქვთ, სხვა და სხვა სახის ტრენინგებსა და სემინარებში მიიღონმონაწილეობა.ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი არაფორმალური სწავლების მეთოდები, აკადემიურ სწავლასთან ერთადაძლიერებს ისეთ უნარებს, რომლებიც სტუდენტებს სამომავლოდ კარიერულ ზრდასა და განვითარებაში ეხმარება“. მან ასევე აღნიშნა, რომ სტუ-ის ცენტრალური და საფაკულტეტო ადმინისტრაციები, სტუდენტებს ამ მიმართულებით მომავალშიც შესთავაზებენ სხვადასხვა შესაძლებლობებს.


    სერტიფიკატები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღესსტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების მიერ, ამა წლის 6-7 აპრილს ორგანიზებულ ორდღიან ტრენინგში „კარიერული განვითარება“. აღსანიშნავია რომ აღნიშნული ტრენინგ-კურსი, ამავე განყოფილების მიერ სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით შეთავაზებული იყო სტუ-ის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომელშიც ასევე ჩართულები იყვნენ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებიც.


 

სიახლეებში დაბრუნება