მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„გახდი საქართველოს ჯარისკაცი“

07-06-2023

ფაკულტეტზე, საინფორმაციო კამპანია „გახდი საქართველოს ჯარისკაცი“

ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

   7 ივნისს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, ეროვნული საინფორმაციო კამპანიის „გახდი საქართველოს ჯარისკაცი“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
  სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ფაკულტეტის სტუდენტებთან და კამპანიის ფარგლებში სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალებში არსებული სამსახურებრივი შესაძლებლობებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივების შესახებ.


   სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც 2025 წლიდან უნდა ამოქმედდეს. სტუდენტებს მიაწოდეს ვრცელი ინფორმაცია თავდაცვის ძალებში არსებულ სხვადასხვა პროგრამებსა და შესაძლებლობებზე, ასევე სარეზერვო სისტემისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ გათვალისწინებულ სიახლეებზე. შეხვედრა საინტერესოდ და კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის დასასრულს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტები პრაქტიკული ექსკურსიის მიზნით, სამხედრო ბაზაზე მიიწვიეს. შეგახსენებთ. რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაანონსებული თავდაცვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი “თავდაცვის კოდექსი” რომლის მიღება მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას.


 

სიახლეებში დაბრუნება