მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სერია „წარმატების ისტორიები“ გრძელდება, ფაკულტეტს კომპანია “გზაჯვარედინის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ

27-04-2023

შეხვედრების სერია „წარმატების ისტორიები“ გრძელდება. ამჯერად ფაკულტეტს კომპანია “გზაჯვარედინის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ

 

      სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, საჯარო შეხვედრების/ლექციების სერია "წარმატების ისტორიების" ფარგლებში, მიმდინარე წლის 27 აპრილს, მორიგი შეხვედრა კომპანია „გზაჯვარედინის“ წარმომადგენლებთან გაიმართა.

      სტუმრებმა, სტუდენტებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს დეტალური ინფორმაცია, კომპანიის საქმიანობის შესახებ. ისაუბრეს დაფუძნებიდან დღემდე განვლილ გზაზე, რომელიც მათ გაიარეს დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე. ასევე ვრცლად ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. შპს „გზაჯვარედინი“ 2007 წლიდან აქტიურად საქმიანობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და მართვის სფეროში. კომპანია დარგის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და ლიდერია საქართველოში.

      შეხვედრაზე ერთობლივად შეთანხმდა, რომ მომდევნო საინფორმაციო ვიზიტი, სტუდენტების მონაწილეობით უშუალოდ განხორციელდეს კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ პრაქტიკულ საოპერაციო პროცეს და საქმიანობის სპეციფიკას. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე გააჟღერეს მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების ინიციატივებიც, რომელიც გულისხმობს მათ შორის, დასაქმების და სტაჟირებების პერსპექტივას, ასევე სტიპენდიებს, საზღვარგარეთ სწავლების დაფინანსებასა და სხვა ტიპის სამოტივაციო და პრაქტიკულ ღონისძიებებს.

      აქვე შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ადმინისტრაციის ინიციატივა - შეხვედრების/ლექციების სერია "წარმატების ისტორიების" მიზანია, საუნივერსიტეტო სივრცეში გაზიარებული იქნას ფაკულტეტის პროფილის დარგის წარმომადგენლების რეალური ისტორიები, პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები და გაღრმავდეს საქმიანი ურთიერთობები ფაკულტეტსა და ბიზნეს ინდუსტრიებს შორის.



 

სიახლეებში დაბრუნება