მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ფაკულტეტს კომპანია “ავტობანის“ დამფუძნებელი სტუმრობდა

12-04-2023

შეხვედრების სერია „წარმატების ისტორიები“ დაიწყო. ფაკულტეტს კომპანია “ავტობანის“ დამფუძნებელი სტუმრობდა

   "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტის ადმინისტრაციის ინიციატივით, დაიწყო საჯარო შეხვედრების/ლექციების სერია "წარმატების ისტორიები", რომლის მიზანია საუნივერსიტეტო სივრცეში გაზიარებული იქნას ფაკულტეტის პროფილის დარგის წარმომადგენლების რეალური ისტორიები, პრაქტიკის საუკეთესო მაგალითები და გაღრმავდეს საქმიანი ურთიერთობები ფაკულტეტსა და ბიზნეს ინდუსტრიებს შორის.
   აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მიმდინარე წლის 11 აპრილს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდა ავტოინდუსტრიის დარგში საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის "ავტობანის" დამფუძნებელი ბაკურ ხუნდაძე, რომელმაც სტუდენტებისათვის წაიკითხა საჯარო ლექცია სახელწოდებით „500 დოლარით დაწყებული ბიზნესი და მითები ავტონაწილების ინდუსტრიის შესახებ“. შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ხედვები სამომავლო ურთიერთობებზე.
   შეხვედრის შემდეგ, თანამშრომლობის გაღრმავებისა და პოტენციური შესაძლებლობების განხილვის მიზნით საქმიანი შეხვედრა გაიმართა „ავტობანის“ ტოპ მენეჯმენტსა და ფაკულტეტის ადმინისტრაციას შორის.


       აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაკულტეტსა და კომპანია „ავტობანს“ შორის გაფორმებულია ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აქტიურად მიმდინარეობს მხარეთა თანამშრომლობა და ის ითვალისწინებს ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური, საწარმოო ბაზისა და პოტენციალის გაზიარებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება - განვითარებაში მონაწილეობას, სტუდენტებისა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და ურთიერთთანამშრომლობას საერთო ინტერესების ფარგლებში.


     სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე სერია "წარმატების ისტორიები"-ის ფარგლებში ფაკულტეტის პროფილის დარგის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


 

სიახლეებში დაბრუნება