მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისთვის ჩატარდა ტრენინგი

07-04-2023        5 და 6 აპრილს "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი. 
       ტრენინგში მონაწილებდნენ, პროფესიული სწავლების ერთი სტუდენტი და ერთიც, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც ჩვენს კითხვაზე,
თუ როგორ მოხვდა სტუ-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე? 
გვიპასუხა - მეგობრების მეშვეობით გაიგო. დააინტერესა თემამ და მოვიდა. რაც ორმაგად გვახარებს, რადგან, სტუ-ს მიერ დაწყებული აქტივობა გასცდა ჩვენი უნივერსიტეტის ფარგლებს.
       ტრენინგის ჩატარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ოთარ გელაშვილს და დეკანის მოადგილეს ბორის გითლენდიას.





 

სიახლეებში დაბრუნება