მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შეხვედრაკომპანია,,ბაუმერი” - ს წარმომადგენლებთან

28-02-2023

     2023 წლის 28 თებერვალს სტუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ცენტრის უფროსის მოადგილეს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებსა და კომპანია ,,ბაუმერი“-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.კომპანია ,,ბაუმერი“ 2015 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა ძირითადად სამ მიმართულებას აერთიანებს: საინჟინრო სისტემების ინსტალაცია; საინჟინრო სისტემების პროექტირება და ინსტალაციისათვის საჭირო პროდუქციის იმპორტი. შეხვედრა საქმიან გარემოში წარიმართა. კომპანიის ინტერესის სფეროს წარმოადგენს სამუშაო პროფილის შესაბამისი სტუდენტებისდა კურსდამთავრებულების დასაქმება. შეთანხმდნენ, რომ შერჩეული სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას კომპანიაში და დასაქმდებიან. დაიგეგმა სამომავლოდსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია ,,ბაუმერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.





 

სიახლეებში დაბრუნება