მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა - აზია” გაიმართა

28-09-2022

        26-28 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გაიმართა მე-6 ქართულ-პოლონური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ”სატრანსპორტო ხიდი ევროპა - აზია”.

     26 სექტემბერს 11:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსში, ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში, კონფერენცია გახსნა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ. გახსნას ესწრებოდნენ რექტორატის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ო.გელაშვილი, მენეჯერი გ. გოლეთიანი, დეკანის მოადგილე მ. თალაკვაძე, ხარისხის სამსახურის უფროსი ნ.ბუთხუზი, უამრავ სტუმართ შორის იყვნენ,  როგორც კუსდამთავრებულები ასევე დოქტორანტურის სტუდენტები.


     27 სექტემბერს კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა  ტრანსპორტის, ეკოლოგიურობას და ლოგისტიკის საკითხებს მოიცავდა.



    28 სექტემბერს ფაკულტეტის თანამშრომლებმა უცხოელი სტუმრები ექსკურსიაზე წაიყვანეს და დაათვალიერებინეს საქართველოს ღირშესანიშნაობები.




 

სიახლეებში დაბრუნება