მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

6 აპრილს გაიმართა შ. საბიაშვილის სახ. აუდიტორიის გახსნა

07-04-2022  

   6 აპრილს I კორპუსში "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტზე გაიმართა პროფესორ შ. საბიაშვილის აუდიტორიის გახსნა, რომელსაც ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ადმინსტრაციის თანამშრომლები, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, დეკანის მოადგილე, ხარისხის სამსახურის უფროსი, თანამშრომლები და სტუდენტები. აუდიტორიის გახსნა და მისი ორგანიზება მოახდინეს მისმა ოჯახის წევრებმა, ბატონი შუქრის მეუღლემ და ვაჟიშვილმა.

     ბატონი შუქრი გაიხსენეს და სიტყვები წარმოთქვეს სტუმრებმა. დამსწრე საზოგადოებაში იყვნენ ბატონი შუქრის მეგობრები, კოლეგები და მისი აღზრდილი კურსდამთავრებულები, რომლებსაც ამჟამად ხელმძღვანელი თანამდებობები უკავიათ. 


 

სიახლეებში დაბრუნება