მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ძვირფასო სტუდენტებო!

01-12-2021

შუასემესტრული გამოცდების ცხრილი



საგამოცდო პროცესის შეფერხების გარეშე ჩატარების მიზნით, გთხოვთ:

ურადღებით გაეცანით გამოცდების ცხრილს და წინასწარ გადაამოწმოთ, რომელ პლატფორმაზე (elearning.gtu.ge ან testing.gtu.ge) ტარდება კონკრეტული სასწავლო კურსის გამოცდა. შესაბამისად, 4 დეკემბრამდე თქვენი სამომხმარებლო სახელითა და პაროლით გაიარეთ ავტორიზაცია elearning.gtu.ge-სა და testing.gtu.ge-ზე. გადაამოწმეთ, ხედავთ თუ არა ყველა სასწავლო კურსს, რომელიც მიმდინარე სემესტრში გაქვთ სასწავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული (ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნები ასევე, უნდა გიჩანდეთ vici.gtu.ge-ზე). თუ, რომელიმე სასწავლო კურსი არ ჩანს თქვენს გვერდზე, ან ვერ შედიხართ სისტემაში, ან აღმოაჩენთ სხვა პრობლემას, გადადით ბმულზე და შეავსეთ ფორმა.

ფორმა

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ პორტალებზე: elearning.gtu.ge, testing.gtu.ge, vici.gtu.ge შესასვლელად, მომხმარებლის სახელში შეგყავთ უნივერსიტეტის მიერ თქვენთვის გადმოცემული ელექტრონული ფოსტის მისამართი, ხოლო პაროლში - პირადი ნომერი.

 

სიახლეებში დაბრუნება