მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში

11-11-2021

    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტი და გერმანიის დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის მაგალითზე ახორციელებენ პროექტს მობილობა ქალაქებისთვის. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონალური პროგრამის "მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში. პროგრამა გვთავაზობს გამოცდილების გაზიარებას გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან, რომლის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების მიწოდება ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ურბანული სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარებისათვის.

  

  

     აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა თბილისში შიდამეურნეობის გამოკითხვის განხორციელება, რაც მიზნად ისახავს სატრანსპორტო გადაადგილებისას მოსახლეობის ქცევის შესახებ დღეისათვის არსებულ მონაცემების მოპოვებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების დაგეგმვის დროს. შიდამეურნეობების ფაქტობრივი გამოკითხვის მოსამზადებლად, აუცილებელია კვლევის პილოტირება. საპილოტე გამოკითხვის მთავარი მიზანია თბილისზე ადაპტირებული კითხვარის და კვლევის მეთოდების ტესტირება.
   საპილოტე შიდამეურნეობის კვლევისათვის მომზადდა ფაკულტეტის სტუდენტებიდან ინტერვიუები, რომლებმაც წარმატებით ჩაატარეს კვლევა. გარდა ამისა, მათ მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება, გამოიმუშავეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც მეტად მნიშვნელოვანია შემდგომი დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის. პროექტის კოორდინატორია "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი, რომელმაც დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებისაგან მადლობა დაიმსახურა სტუდენტების მაღალი თეორიული მომზადებისათვის.
     საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ ფაკულტეტის სტუდენტები მზად არიან ფართომასშტაბიანი კვლევისათვის, რომელიც ჩატარდება თბილისში გაზაფხულზე, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის დაგეგმვასა და პერსპექტიულ განვითარებას და აღნიშნული უზრუნველყოფს ქ. თბილისის მოსახლეობის კომფორტულ სატრანსპორტო მომსახურებას.
     "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ინტერვიურების მოსამზადებელ ტრენინგებში და მაღალ დონეზე ჩაატარეს საპილოტე კვლევები, რისთვისაც ფაკულტეტის 10 სტუდენტს გადაეცა სერტიფიკატები.



 

სიახლეებში დაბრუნება