მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შეხვედრა პირველკურსელებთან

18-10-2021

  18 ოქტომბერს 12 საათზე "სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის" ფაკულტეტზე გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ფაკულტეტის პირველკურსელებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ო.გელაშვილი, დეკანის მოადგილეები, ფაკულტეტის მენეჯერი, ხარისხის სამსახურის უფროსი, დეპარტამენტების უფროსები, ადმინისტრაციიდან იმყოფებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "სტუდენტური სერვისის, კულტურისა და სპორტის" დეპარტამენტის უფროსი დ. ოქიტაშვილი და ცენტრალური თვითმმართველობა. სიტყვით გამოვიდა ფაკულტეტის დეკანი და გააცნო სტუდენტებს ფაკულტეტის შესახებ და დაათვალიერებინა დეპარტამენტები. სტუდენტებს მიულოცა პირველი ნაბიჯები ტექნიკურ უნივერსიტეში, დეკანის მოადგილემ ქალბატონმა მანანა თალაკვაძემ და ფაკულტეტის მენეჯერმა გივი გოლეთიანმა. უნივერსიტეტის შესახებ ესაუბრა დავით ოქიტაშვილი, ცენტრალური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტი თორნიკე კელაპტრიშვილი, ფაკულტეტის სტუდენტური სერვისის ადმინისტრატორი გიორგი ქურასბედიანი და ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე თორნიკე ჭაღალიძე.


 

სიახლეებში დაბრუნება