მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

26-08-2021 გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021/2022 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

სტუ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2021 წლის 3-დან 9 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge
სტუ სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:
1. წაკითხულის გააზრება - 6,4 ქულა;

2. ანალიტიკური წერა - 6,0 ქულა;

3. ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა;

4. რაოდენობრივი მსჯელობა - 4,8 ქულა.

აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა და ასევე, გარკვეულ სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდა ან გასაუბრება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ენაში (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ვერ წარადგინა უცხოური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი);
საგამოცდო ფურცელს (ინფორმაციას გამოცდის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ) აპლიკანტები მიიღებენ ფაკულტეტებიდან, განაცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად, მაგისტრანტობის კანდიდატმა სტუ-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (გამსვლელი ქულა) ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან);
უცხო ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 12 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 13 სექტემბრის 14:00-საათამდე.
უცხო ენის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 13 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 16 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 17 სექტემბრის 14:00-საათამდე.
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 18 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), მოამზადებენ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტს და შესაბამის წარდგინებას სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ და გადასცემენ სწავლების დეპარტამენტს 2021 წლის 14 სექტემბერს. დოკუმენტის განთავსება მოხდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები უზრუნველყოფენ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმებას 2021 წლის 21-დან 28 სექტემბრის ჩათვლით და 29 სექტემბერს სტუ-ის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში წარადგენენ ჩარიცხვის პროექტს.
მაგისტრატურაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტები:


მაგისტრატურაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტები
განცხადების ფორმა
სტუ-ში სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინა პირობები;
სასპეციალიზაციო გამოცდებისა და უცხო ენაში გამოცდა/გასაუბრების ჩატარების განრიგი
საკონტაქტო ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით

 

სიახლეებში დაბრუნება