მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

უფასო საბაკალავრო პროგრამა "სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია" იწვევს აბიტურიენტებს

10-08-2021

ძვირფასო აბიტურიენტებო

     

      უკვე ცნობილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება.
   მათ შორისაა პროგრამა სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხულ 20 აბიტურიენტს/პირველკურსელს სწავლის საფასურს სახელმწიფო 4 წლის მანძილზე სრულად დაუფინანსებს.  

     ბაკალავრიატის საგანმანთლებლო პროგრამა „სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია“ შექმნილია დარგში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით და ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემით (ECTS). პროგრამის მიზანია, ქვეყანაში მრეწველობის პრიორიტეტულობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით მოამზადოს სფეროში არსებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების მქონე სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის ბაკალავრი დასაქამების სფერო   სხვადასხვა ტიპის და სიმძლავრის სამრეწველო საწარმოები: სტამბები, გამომცემლობები, მერქნის გადამამუშავებელი კომბინატები; სატყეო მეურნეობები; მსუბუქი მრეწველობის საწარმოები, საპროექტო და საკონსტრუქტორო ორგანიზაციები, სერვის - ცენტრები.      წელს პროგრამას 22 მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებული ყავს, რომლთა 99% დასაქმებულია. თითოეულ აბიტურიენტს გისურვებთ წარმატებებს!
     აირჩიეთ პროგრამა: „სამრეწველო ინჟნერია დატექნოლოგია“   


პატივისცემით, დეპარტამენტის ხელმძღვანელი  ნია ნათბილაძე


 

სიახლეებში დაბრუნება