მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ძვირფასო აბიტურიენტებო!

28-07-2021

     

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტს ბაკალავრიატის კიდევ ერთი პრესტიჟული საგანმანათლებლო პროგრამა ,,ტრანსპორტი“ დაემატა სახელმწიფოს მხრიდან სრული დაფინანსებით.

     ტრანსპორტის საბაკალავრო პროგრამაზე დაგეგმილია 40 სტუდენტის მიღება, რომელთა სწავლის საფასურს 4 წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი.

     ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობას წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სატრანსპორტო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, რამდენადაც არ არსებობს სამეურნეო თუ სოციალური სფეროს არც ერთი დარგი, რომლის ნორმალური მუშაობა და განვითარება არ იყოს ტრანსპორტზე დამოკიდებული. ტრანსპორტი ამ დარგების ფუნქციონირების ტექნოლოგიური ნაწილია.

ტრანსპორტისა და მისი სახეების განვითარებას განსაკუთრებით დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის და ასრულებს ე, წ. ,,სატრანსპორტო ხიდის“ ფუნქციას.

     ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის აუცილებელია სატრანსპორტო დარგების განვითარება, მათ შორის საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტის პრიორიტეტული განვითარების აუცილებლობა.

        აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი მოთხოვნაა ტრანსპორტის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებზე და მათ ფაქტიურად 100 პროცენტიანი დასაქმების შესაძლებლობა აქვთ.

             აბიტურიენტებს, რომლებმაც აირჩიეს ,,ტრანსპორტის“ საგანმანათლებლო პროგრამა, ვუსურვებ წარმატებებს.

 

       ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ოთარ გელაშვილი.


 

სიახლეებში დაბრუნება