მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინფორმაცია შუალედური გამოცდების აღდგენის შესახებ

29-06-2021 სტუდენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს მეორე სემესტრის შუალედურ გამოცდებზე გასვლა, ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში, შუალედური გამოცდების აღდგენას შეძლებენ:  
2021 წლის 5-დან 10 ივლისის ჩათვლით.
შუალედური გამოცდების აღდგენის ცხრილი ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://elearning.gtu.ge/mod/folder/view.php?id=383491

ცხრილების ბმულები განთავსებულია:
დისტანციური სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - https://elearning.gtu.ge
აკადემიური მოსწრების გვერდზე - https://leqtori.gtu.ge
სტუ საგამოცდო ცენტრის გვერდზე - http://testing.gtu.ge/
პირველკურსელთა ელექტრონული სერვისების საუნივერსიტეტო სისტემის გვერდზე - https://vici.gtu.ge
საგამოცდო ცხრილებში მითითებულია ჯგუფის ნომერი, სასწავლო კურსის დასახელება, გამოცდის ჩატარების ელექტრონული მისამართი, თარიღი, დრო და გამოცდის მიმდინარეობის ხანგრძლივობა.
აქვე გაცნობებთ, რომ მეორე სემესტრის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 12-დან 24 ივლისის ჩათვლით, ხოლო დამატებითი გამოცდები - 26-დან 31 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად, თითოეულ სასწავლო კურსში სტუდენტს დაგროვილი უნდა ჰქონდეს საერთო 30 ქულა (სემესტრის მიმდინარე სასწავლო აქტივობის ქულა + შუასემესტრული გამოცდის ქულა).
დასკვნით გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბაკალავრებისთვის შეადგენს 11 ქულას, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - 21 ქულას.
იმისთვის, რომ სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვალოს, სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - ჯამურად დააგროვოს 51 ქულა და მეტი.  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრში, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, ყველა სტუდენტი გადაყვანილია სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!


 

სიახლეებში დაბრუნება