მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დეკანის ო.გელაშვილის შეხვედრა დეპარტამენტებთან, ფაკულტეტის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით

04-08-2020

    დღეს 4 სექტემბერს „თეგეტა მოტორსის“ აუდიტორიაში ჩატარდა სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ო.გელაშვილის გაფართოებული სხდომები ფაკულტეტზე არსებულ თერთმეტ დეპარტამენტთან. სხდომებში მონაწილეობას იღებდნენ დეკანის მოადგილე მ. თალაკვაძე, მენეჟერი გ. გოლეთიანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნ. ბუთხუზი. 



    ო.გელაშვილმა კოლეგებს გააცნო ინფორმაცია ფაკულტეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, მან აღნიშნა იმ ამოცანების შესახებ, რომლის გადაჭრაც მოუწევს თვითოეულ თანამშრომელს. რეფორმის საფუძველზე ფაკულტეტი ფინასურად მდგრადი და განვითარებაზე მორგებული გახდება. დეკანმა წარმოადგინა თავისი ხედვები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. პროფესორ-მასწავლებლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა დასვეს კითვები კონკურსთან, აკადემიურ დატვირთვებთან, ხელფასებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, რომლებზედაც დეკანმა ამომწურავი პასუხები გასცა.

    სხდომების დასასრულს დეკანმა ოთარ გელაშვილმა მადლობა გადაუხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და თვითოეულ კოლეგას პანდემიის პირობებში გაწეული შრომისათვის და აღნიშნა, რომ ფაკულტეტმა წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას. მიუხედავად აღნიშნულისა, დეპარტამენტების თანამშრომელთა აქტიური მუშაობით სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა და სტუდენტებმა მიიღეს სრულყოფილი აკადემიური მომსახურება.


 

სიახლეებში დაბრუნება