მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

25-07-2020

მობილობით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!



ძვირფასო სტუდენტებო, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, როდის დაიწყება მობილობის პროცესი. ხშირად მოგვმართავთ შიდა საუნივერსიტეტო მობილობის ვადებისა და რეგისტრაციის შესახებ. ასევე, ხშირად გვწერენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის დაწყებას ელიან.

სწორედ ამიტომ, გაწვდით სპეციალურად თქვენთვის მომზადებულ ინფორმაციას. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ:

შიდა მობილობის პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყება ე.წ. გარე მობილობის პორტალზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

დეტალური ინფორმაცია შიდა მობილობის შესახებ განთავსდება ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეიბუქის გვერდზე facebook.com/gtu.ge

რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას, 2020 წლის 31 ივლისს გაიხსნება სტუდენტთა მობილობის პორტალი https://students.emis.ge/

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტები ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებას შეძლებენ:
- 2020 წლის 31 ივლისის 12:00 საათიდან - 19 აგვისტოს 18:00 საათამდე

ამჟამად, მიმდინარეობს უნივერსიტეტებში, სასწავლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების რეგისტრაციის პროცესი. საბოლოო, დაზუსტებული ინფორმაციის პორტალზე ასახვა 31 ივლისს დასრულდება.

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის მსურველებს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

1. აუცილებელია მობილობის პორტალზე https://students.emis.ge/ დარეგისტრირება. პორტალზე მითითებულია მობილობის ვადებიც და სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე არსებული ვაკანტური ადგილები, ასევე, მითითებულია ყველა საჭირო ინსტრუქცია "მობილობის ბუკლეტის" სახით https://students.emis.ge/superphoto.jpg საიდანაც მიიღებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სტუდენტმა მობილობის პროცესში.

2. რეგისტრაციის შემდეგ, უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები. შესაძლებელია გააკეთოთ მაქსიმუმ 5 არჩევანი და დაალაგოთ პრიორიტეტების მიხედვით.

3. აუცილებლად უნდა დაფაროთ მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებთ მონაწილეობას მობილობის პროცესში.

4. პროგრამის/პროგრამების საბოლოოოდ შერჩევის შემდეგ, 25 აგვისტოს, თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ მობილობის შესახებ პასუხი/პასუხები პორტალის მეშვეობით - დადასტურება ან უარი. სწორედ ამის შემდეგ განსაზღვრავთ, რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებთ სწავლას.

5. მიმღებ უნივერსიტეტში, ჩვენ შემთხვევაში კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაციის ვადების, სარეგისტრაციო ლოკაციისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდისა და ფეიბუქის გვერდის მეშვეობით.

6. თქვენ წინასწარ შეგიძლიათ კონსულტაცია გაიაროთ ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ფაკულტეტის დეკანატში, სადაც თქვენ მიერ მობილობის პორტალზე შერჩეული საბაკალავრო პროგრამა ისწავლება, ან მიმართოთ ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდს - რუბრიკა "ფაკულტეტები".

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!


 

სიახლეებში დაბრუნება