მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

10-04-2020
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა პროფესორებს და სტუდენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.

როგორც სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი, პროფესორი ვაჟა პა

პასკირი განმარტავს, დისტანციურად სარგებლობის შემთხვევაში მსურველს უნდა გააჩნდეს ინდივიდუალური კოდი.

მისივე ინფორმაციით,  ბიბლიოთეკა შემკვეთს, სხვადასხვა  წიგნის ან ლიტერატურის  მოთხოვნის შესაბამისად,  ელექტრონული ვერსიას შესთავაზებს. 

გარდა ამისა, ბიბლიოთეკა მზად არის,  ბეჭდური  ლიტერატურის  შეკვეთის შემთხვევაში მომხმარებელს გარკვეული ნაწილის სკანირებული ვერსია ელქტრონულად  გადაუგზავნოს.

 „გამომდინარე იქიდან რომ, სასწავლო პროცესი გადავიდა განსხვავებულ ფორმატზე და ელექტრონული ელემენტებით სწავლება მიმდინარეობს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური  ბიბლიოთეკა მზად არის  პროფესორებს და სტუდენტებს დისტანციურად მოემსახუროს.  იმისათვის, რომ თქვენ მიიღოთ ელექტრონული ლიტერატურა, აუცილებელია გქონდეთ კოდი, რითაც თქვენ შეაღწევთ ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში. კოდი ყველა სტუდენტს ინდივიდუალური უნდა ჰქონდეს.

იმ შემთხვევაში, თუ  სტუდენტს კოდი არ აქვს, მას შეუძლია ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე, „სტუდენტური სერვისების“  რუბრიკით ისარგებლოს, დარეგისტრირდეს და დაუყოვნებლივ მიიღოს ინდივიდუალური კოდი.  კოდის მეშვეობით სტუდენტი   უნივერსიტეტის სივრცითა  და  ბიბლიოთეკით ისარგებლებს. კოდის მიღების შემდეგ,  სარგებლობთ მეორე რუბრიკით  - „ლიტერატურით მომსახურება“, სადაც სტუდენტი ან პროფესორი ტოვებს მისთვის სასურველი ლიტერატურის სიას. თქვენ შეგიძლიათ შეკვეთა  გრაფაში დატოვოთ, რომელსაც  ტექნიკური უნივერსიტეტი მიიღებს.

თუ ბიბლიოთეკაში თქვენ მიერ შეკვეთილი წიგნები ინახება ელექტრონული სახით,  მაშინ  მსურველი   შეკვეთას მიიღებს იმავე დღეს. მაგრამ თუ წიგნი ბეჭდური ერთეულია და სილაბუსში ძირითად სასწავლო წიგნად არის  მითითებული, ამ შემთხვევაში სტუდენტი წიგნის ელექტრონულ ვერსიას ორი-სამი დღის ვადაში მიიღებს. ჩვენ ვაკეთებთ წიგნის სკანირებას და გადაგზავნას, ამისთვის  საჭიროა ორი ან სამი დღე. უმჯობესია, შემკვეთმა  წიგნიდან მიუთითოს კონკრეტული თავი ან ქვეთავი, ასეთ შემთხვევაში  შეკვეთა დაჩქარდება და  სასურველ წიგნს მაქსიმალურად მცირე დროში მიიღებთ“,  - განმარტავს ვაჟა პაპასკირი.



 

სიახლეებში დაბრუნება