მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტების საყურადღებოდ! 30 მარტიდან ონლაინ ლექციები იწყება - გთავაზობთ განახლებულ ცხრილსა და ვიდეოინსტრუქციებს

29-03-2020

30 მარტიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - elearning.gtu.ge ონლაინ სალექციო ჩართვებს შესთავაზებს.

ონლაინ ლექციების ცხრილი, რომლის მიხედვითაც სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ ონლაინ ლექციებში, განთავსებულია სტუ-ის ვებგვერდის მთავარ გვერდზე, რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“. ონლაინ ლექციების ცხრილზე გადასვლა შესაძლებელია ბმულით: https://leqtori.gtu.ge/2019_2020/II/B/info

ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ონლაინ ლექციები ჩაუტარდებათ ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - elearning.gtu.ge, Zoom და BBB პლატფორმების მეშვეობით.

ინფორმაციის ბოლოს, სპეციალურად სტუდენტებისთვის განთავსებულია განახლებული გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომელთა მეშვეობით ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინ ლექციებზე ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღებაა შესაძლებელი. აღნიშნული გზამკვლევი, ასევე, ატვირთულია ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე elearning.gtu.ge , ტექნიკური უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/gtu.ge/, რომელიც ინტერაქტიურ რეჟიმში მუშაობს და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმაზე.
ცნობისათვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე მიმდინარე წლის 16 მარტიდან გადავიდა. მოქმედებს საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა elearning.gtu.ge. საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციას ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები შეფერხების გარეშე გადიან. ამჟამად, პლატფორმაზე რეგისტრაცია სტუდენტთა 80%-ზე მეტმა გაიარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 23 მარტის #181-ე დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი, ნაცვლად 1 აპრილისა, 21 აპრილამდე გადაიდო. შეზღუდვა ეხება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსაც.

⚫ გთავაზობთ პლატფორმაზე ინტეგრირებისა და პლატფორმით სარგებლობის შესახებ ინსტრუქციებს ვიდეორგოლების სახით, ქართულენოვანი და რუსულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის.


ვიდეორგოლი 1 - ინსტრუქცია პლატფორმაზე სტუდენტის რეგისტრაცისა და მისი პროფილის რედაქტირების შესაძლებლობების შესახებ


 

სიახლეებში დაბრუნება