მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

იწყება გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადება

08-03-2020

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იწყება უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრში ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება


ცენტრის მსმენელად ჩაირიცხება ის პირი, ვისაც უკვე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი) საბუნებისმეტყველო დარგში ან რომელიმე კონკრეტულ ტექნიკურ სპეციალობაში.
კურსი მოიცავს შემდეგ სასწავლო დისციპლინებს:
  1. პედაგოგიკა -------- (პროფ. ნანა ნოზაძე)
  2. გეგმილური გეომეტრია -------- (პროფ. ნინო ნიკვაშვილი)
  3. მხაზველობითი გეომეტრია ------ (პროფ. იოსებ ბაციკაძე)
  4. მანქანათსაშენი ხაზვა -------- (პროფ. იოსებ ბაციკაძე)
  5. სამშენებლო ხაზვა ----------- (პროფ. გიორგი წულეისკირი)
  6. კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა - პროგრამა AUTOCAD - ის გამოყენებით ---------- (პროფ. ნანა ნოზაძე)
  7. ჩრდილები და პერსპექტივა -------- (პროფ. გიორგი შენგელია)
კურსის გავლისა და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა გამოსაშვები სამუშაოს შესრულებისა და ამ სამუშაოების დადებითად შეფასების შემდეგ მსმენელი ღებულობს უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს.
ცენტრში სასწავლო კურსის გავლა და სერტიფიკატის მიღება მსმენელისთვის უფასოა.
განცხადებას თან უნდა ახლდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
განცხადებები მიიღება 2020 წლის 1 – 15 მარტის ჩათვლით, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, 10-დან 15 საათამდე.
ცენტრში სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 16 მარტს და გაგრძელდება 1 ივლისამდე. მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღე, გარდა კვირისა, დღის მეორე ნახევარში.
ასაკობრივი შეზღუდვა: მიიღებიან 45 წლამდე ასაკის მსმენელები.
დაწვრილებითი ცნობების მისაღებად და განცხადების შემოსატანად მიმართეთ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელობას მისამართზე: საქართველოს ტექნიჯური უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი № 538, პროფესორი გიორგი წულეისკირი. ტელ: 6345 (შიდა); 2 365291; 599924022.

 

სიახლეებში დაბრუნება