მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

2020 წლის ფაკულტეტის პირველი სათათბიროს სხდომა

16-01-2020 16 იანვარს თეგეტა მოტორსის აუდიტორიაში გაიმართა ფაკულტეტის სათათბიროს სხდომა.  სხდომას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, მენეჯერი, დეკანის მოადგილეები, ხარისხის სამსახურის უფროსი, დეპარტამენტის უფროსები და სხვა მოწვეული პერსონალი. სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ოთარ გელაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მოახსენა სიახლე სენატის და აკადემიური საბჭოს წევრობაზე კანდიდატების განცხადების მიღებაზე, რომელიც დაიწყო ამა წლის 15 აინვარს და გაგრძელდება 22 იანვრამდე. არჩევნები კი გაიმართება 29 იანვარს.
      დეკანმა ფაკულტეტის სხდომაზე საპატიოდ გადასცა დიპლომები აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში ხანგრძლივი, ნაყოფიერი, პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, აკადემიური წოდება ემერეტუსი დამსახურებულ პედაგოგს გია ნამგალაძეს და დანარჩენი პედაგოგების დიპლომები მათ დეპარტამენტის უფროსებს.


 

სიახლეებში დაბრუნება