მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus + მობილობა ევროპის უნივერსიტეტებში, სამაგისტრო პროგრამის „ჭკვიანი ლოგისტიკა“ სტუდენტებისთვის

11-12-2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის დეპარტამენტი 2020 წლის საზაფხულო სემესტრისათვის, აცხადებს კონკურსს, რომლის ფარგლებში, სამაგისტო პროგრამის სტუდენტებს, ეძლევათ სტიპენდიების მოპოვების და მობილობის შესაძლებლობა ევროპის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად. მობილობა ხორციელდება Smalog Erasmus +  პროექტის ფარგლებში. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 დეკემბერი.

ევროპის უნივერსიტეტებში მობილობის პროგრამასთან, შესაბამის პროცედურებთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

ტესტირება ინგლისურში (Level B1) ჩატარდება 27 დეკემბერს, 11:00 სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო ცენტრში, კომპიუტერული დარბაზი N2.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ქეთი ურუშაძეს : ელ. ფოსტა: k.urushadze@gtu.ge, მობ: 577 77 72 92


 

სიახლეებში დაბრუნება