მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად

02-12-2019 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურათა შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 4 დეკემბერი.

ცნობილია, საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია როგორც თავად კანდიდატს, ისე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია თქვენს უმაღლეს საგანმანათლოებლო დაწესებულებაში და ასევე მიაწოდოთ

ინფორმაცია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლებსა და სტუდენტებს.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://mes.gov.ge/content.php?id=77&lang=geo.

 

სიახლეებში დაბრუნება