მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სასწავლო წლის მილოცვა ფაკულტეტის პირველ კურსელებთან

23-09-2019 2019 წლის 23 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე №695 აუდიტორიაში შედგა პირველ კურსზე ჩარიცხულ სტუდენტებთან შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: ფაკულტეტის დეკანი პროფ. ო. გელაშვილი, დეკანის მოადგილე პროფ. მ. თალაკვაძე, ფაკულტეტის მენეჯერი პროფ. გ. გოლეთიანი, დეპარტამენტის უფროსები და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს: ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ო. გელაშვილმა, ფაკულტეტის მენეჯერმა პროფ. გ. გოლეთიანმა, №508 „ტრანსპორტისა და მრეწველობის“ დეპარტამენტის უფროსმა პროფ. გ. ტყეშელაშვილმა, №501 „საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის“ დეპარტამენტის უფროსმა პროფ. თ. მჭედლიშვილმა, №510 „სარკინიგზო ტრანსპორტი“-ს დეპარტამენტის უფროსმა პროფ. ა. შარვაშიძემ, №507 ლოგისტიკის დეპარტამენტის მოწვეულმა გერმანელმა პროფესორმა ჰერბერტ ზონტაგმა და ამავე დეპარტამენტის უფროსმა პროფ. გ. დობორჯგინიძემ, დეკანის მოადგილემ პროფ. მ. თალაკვაძემ და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
შეხვედრამ ჩაიარა თბილ და საქმიან ვითარებაში, სადაც სტუდენტებს გამომსვლელებმა მიულოცეს უნივერსიტეტში ჩარიცხვა და უსურვეს წარმატებები შემდგომი სწავლის პროცესში. შეხვედრის შემდეგ მოხდა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით სტუდენტების განაწილება შესაბამის დეპარტამენტებში, რომლებმაც დაათვალიერეს დეპარტამენტის სასწავლო აუდიტორიები და კაბინეტ-ლაბორატორიები. სტუდენტები გაეცნენ იმ ძირითად საკითხებს, რაც უკავშირდება პირველი კურსელი სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის შინაგანაწესის გაცნობას და სასწავლო პროცესისთვის დამახასიათებელ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მათი სწრაფი ადაპტაციისათვის საუნივერსიტეტო გარემოსთან.
 


 

სიახლეებში დაბრუნება