მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პირველკურსელთა რეგისტრაციის ვადები და წარსადგენი დოკუმენტაცია

19-08-2019 ძვირფასო პირველკურსელებო, მოხარული ვართ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებთ სწავლას! იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული გამოცდების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ტექნიკური უნივერსიტეტი წინასწარ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ!


პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სასწავლო წელი ტექნიკური უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის 23 სექტემბერიდან იწყება.

აბიტურიენტებმა, რომელებმაც სტუ-ს ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე, 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლე
ბა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ:

2019 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.
საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა.
„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს“ ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე, 2019-2020 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ:

2019 წლის 2 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.
საბუთები მიიღება 10:00-დან 16:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

განცხადება (განცხადების ფორმა რეგისტრაციისას დაგხვდებათ)
ატესტატი (დედანი და ასლი)
პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი)
ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი)
2 (ორი) ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3 X 4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD დისკით).
რეგისტრაციამდე პირველკურსელებმა უნდა დაფარონ პირველი სემესტრის სწავლების საფასური, ანუ მთლიანი თანხის ნახევარი - 1125 ლარი (თიბისი ბანკში), გადახდის ქვითარი კი უნდა წარადგინონ რეგისტრაციისას.
სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
http://gtu.ge/AboutStu/rekvizitebi.php

მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)

საბუთების მიღება წარმოებს სატრანსპორტო ფაკულტეტზე, შემდეგ მისამართზე:


სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი

 

სიახლეებში დაბრუნება