მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მე-2 და მე-3 კურსელების პრეზენტაციები ჰაიდელბერგ ცემენტის მენეჯმენტთან.

01-03-2019    

  გუშინ შედგა ჩვენი მე-2 და მე-3 კურსელების პრეზენტაციები ჰაიდელბერგ ცემენტის მენეჯმენტთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა გენ. დირექტორი მიხაილ ჰამპელი. პროექტი, რომელიც სტუდენტებმა დაამუშავეს ეხებოდა კასპის წარმოებაში სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვის ოპტიმიზაციას და ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებას. პრეზენტაციები წარადგინეს ოთხმა სხვადასხვა ჯგუფმა, რომლებმაც შესთავაზეს კომპანიას პრობლემების გადაჭრის ინოვაციური მეთოდები, რომლებიც დაკავშირებულია დატვირთვის პროცესის ავტომატიზაციასთან და სატრანსპორტო საშუალებების მენეჯმენტთან. პრეზენტაციებმა ძალიან წარმატებით ჩაიარა. ჰაიდელბერგ ცემენტი დაინტერესებულია, რომ განიხილოს ჩვენს პროგრამასთან და სტუდენტებთან შემდგომი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით ყველა სტუდენტს და განსაკუთრებით ჯგუფის ხელმძღვანელებს ჩატარებული სამუშაოსთვის!



 

სიახლეებში დაბრუნება