მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დისერტაციის დაცვები "სარკინიგზო ტრანსპორტის" დეპარტამენტში

28-02-2019

       2019 წლის 25 და 28 თებერვალს №510 „სარკინიგზო ტრანსპორტი“-ს დეპარტამენტში პროფესორ მერაბ გოცაძის ხელმძღვანელობით დოქტორანტებმა იოსებ ჯავშანაშვილმა და   ლაშა ფხაკაძემ დაიცვეს სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭათ დოქტორის აკადემიური ხარისხი სპეციალობაში „ტრანსპორტი“ (0407).

    

  2019 წლის თებერვალის თვეში დეპარტამენტში ასოც.პროფესორ ნ. მღებრიშვილის მიერ მოპოვებულ იქნა 3 წლიანი სამეცნიერო გრანტი პროექტზე „მოძრავი შემადგენლობის უსაფრთხოების ამაღლების ახალი მეთოდი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სარელსო წრედების ბაზაზე“ „რუსთაველის ეროვნული ფონდი“-ს დაფინანსებით.


      ასოც.პროფესორ ნ. მუხიგულაშვილის, აკადემიური დოქტორის ვ. კუპრაძის, ასოც.პროფ. მ. პაპასკირის და დოქტორანტ მ. ჩალაძის მიერ მოპოვებულ იქნა ორი პატენტი თემებზე :

1) მაიზოლირებელი პირაპირის უწესივრობების კონტროლი;

2) მაიზოლირებელი პირაპირის დაზიანების წინა მდგომარეობის კონტროლი.


 

სიახლეებში დაბრუნება