მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დოქტორანტურაში მიღება 2018/2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან

15-02-2019 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 თებერვლის №01-05-04/22 დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2019 წლის 11 თებერვლის №01-09-10/22 ბრძანების თანახმად:

• დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება  2019 წლის 18 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით შესაბამის ფაკულტეტებზე 10:00  საათიდან 16:00  საათამდე (დანართი 1);

• გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 25 თებერვალს 10:00 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო ცენტრში (სტუ-ის I კორპუსი, კოსტავას ქ. 68, I სართული). საპრეტენზიო განცხადებების მიღება  იწარმოებს 25 თებერვალს 14:00 საათიდან 27  თებერვლის 16:00 საათამდე, მათი განხილვა - 27 თებერვალს 16:00 საათიდან. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 27 თებერვალს;

• გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებში ჩატარდება 2019 წლის 01 მარტს, 11:00 საათიდან; გასაუბრების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 01 მარტის 16:00 საათიდან  04 მარტის 16:00 საათამდე ფაკულტეტებზე. მათი განხილვა – 04 მარტს, 16:00 საათიდან. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2019 წლის 04 მარტს;

• დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ის დოქტორანტურის დებულების შესაბამისად;

• ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2019 წლის 08 მარტამდე.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):

1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. მაგისტრის დიპლომი და მისი ასლი, ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
3. პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ და CD დისკი;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).

საჭიროების შემთხვევაში, აპლიკანტი ვალდებულია, წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.

საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.

სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებული  განცხადება რეგისტრაციისათვის დანარჩენ საბუთებთან ერთად  ბარდება სტუ-ს კანცელარიაში.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან აგრეთვე.

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს გამოცდა უცხოურ ენაში უტარდებათ საგამოცდო კომპიუტერულ ცენტრში ერთ-ერთ უცხოურ ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება  არ მოეთხოვებათ.

თეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში.

მხედველობაში მიიღება აგრეთვე:
• სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფიკატები, სიგელები, პატენტები და ა.შ.).

დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს ერთი წლის სწავლის საფასურის 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.

ის პირები, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.


დანართი 1

საბუთების მიღება იწარმოებს ფაკულტეტებზე:

1. სამშენებლო ფაკულტეტი
მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 211.
საკონტაქტო ტელეფონი - 599 17 98 23; 577 58818;

2. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი
მ.კოსტავას 68; სტუ-ის I კორპუსი, C ფლიგელი, მე- 5 სართული,  ოთახი 503 c
საკონტაქტო ტელეფონი - 577762843; 574443698;

3. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, A ბლოკი, მე-9 სართული, ოთახი 914 ა
საკონტაქტო ტელეფონი - 577799277;

4. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77  სტუ-ის VI  კორპუსი, მე-3 სართული, A ბლოკი, ოთახი 303 ა
საკონტაქტო ტელეფონი - 237 13 19;  599142080;

5. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, A ბლოკი,  მე-7 სართული, ოთახი 701ა
საკონტაქტო ტელეფონი - 236 5213; 599177079;

6. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მ.კოსტავას 77; სტუ-ის VI კორპუსი, მე-8 სართული, A ბლოკი, ოთახი 802
საკონტაქტო ტელეფონი - 599332222; 593911961.
დანართი 2

სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით

I. სამშენებლო ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: მშენებლობა (ინჟინერიის დოქტორი მშენებლობაში);
II. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის  ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: არქიტექტურა  (არქიტექტურის დოქტორი);
III. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები (საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი);
IV. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: ინფორმატიკა (ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში);
2. სადოქტორო პროგრამა: მათემატიკა (მათემატიკის დოქტორი);
3. სადოქტორო პროგრამა: საინჟინრო ფიზიკა (დოქტორის აკადემიური ხარისხის საინჟინრო ფიზიკაში);
4. სადოქტორო პროგრამა: მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი (ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის და მართვის სისტემების დოქტორი);
V. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: ბიზნესის ადმინისტრირება  (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი);
2. სადოქტორო პროგრამა: საჯარო მმართველობა (საჯარო მმართველობის დოქტორი);
VI. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

1. სადოქტორო პროგრამა: თეოლოგია (თეოლოგიის დოქტორი).

 

სიახლეებში დაბრუნება