მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ლოგისტიკის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტი ჰაიდელბერგ ცემენტთან

13-11-2018

ერთობლივი პროექტი ჰაიდელბერგ ცემენტთან

     ლოგისტიკის გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ლოგისტიკის დეპარტამენტმა დაიწყო ერთობლივი პროექტი ჰაიდელბერგ ცემენტთან, რომელიც ეხება კასპში არსებული ცემენტის წარმოების ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციას. პროექტს დაამუშავებენ პროგრამის სტუდენტები გერმანელი და ქართველი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით. სტუდენტები შეისწავლიან არსებულ პროცესებს და შეიმუშავებენ პროცესების გაუმჯობესების გადაწყვეტილებებს. პროექტში გამოყენებული იქნება თანამედროვე მიდგომები, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო ნაკადების მოდელირებასთან და ლოგისტიკური პროცესების ავტომატიზაციასთან. შემდეგი წლის დასაწყისში გამოვლინდება სტუდენტთა გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც დააჯილდოებს ჰაიდელბერგ ცემენტი.



 

სიახლეებში დაბრუნება