მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საერთაშორისო ინტერნეტ-კონფერენცია სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე

26-11-2018

საერთაშორისო ინტერნეტ-კონფერენცია

2018 წლის 21 ნოემბერს ჩატარდა საერთაშორისო ინტერნეტ-კონფერენცია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მეცნიერებაში, განათლებასა და სხვადასხვა პროცესების მოდელირების საკითხებში. ინტერნეტ-კონფერენციის ინიციატორები იყვნენ ხარკოვის უნივერსიტეტის წარმომადგენლობა, სადაც მათ მიერ ხაზგასმით იყო წარმოდგენილი მოთხოვნა საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მდგომარეობის შესახებ ნებისმიერ კონტექსტში. ინტერნეტ-კონფერენცია სკაიპით გაგრძელდა დაახლოებით 30 წთ-ს განმავლობაში, სადაც მონაწილეობდნენ სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის #510 “სარკინიგზო ტრანსპორტი”-ს დეპარტამენტის პროფესურა შემდეგი შემადგენლობით: დეპარტამენტის უფროსი პროფესორი ა. შარვაშიძე, პროფესორი მ. გოცაძე, ასოცირებული პროფესორი ნ. მუხიგულაშვილი, ასოცირებული პროფესორი ა. დუნდუა, ასოცირებული პროფესორი მ. პაპასკირი, ასისტენტ პროფესორი ა. ნოდია, უფროსი ლაბორანტი მ. ჩალაძე. თემის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გააკეთა ასოც. პროფ. ნ. მუხიგულაშვილმა, დამატებითი ინფორმაცია გააკეთა ასს. პროფ. ა. ნოდიამ. შემდგომში ინტერნეტ-კონფერენცია წარიმართა ორივე მხრის წარმომადგენელთა პერიოდული ურთიერთჩართულობისა და კითხვა-პასუხების რეჟიმში. ინტერნეტ-კონფერენციის ინიციატორთა მიერ ერთხმად აღინიშნა წარდგენილი მოხსენების მაღალი დონე და გამოითქვა სურვილი შემდგომში მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ პრობლემებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება