მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2018/2019 სასწ.წელი

30-08-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის 17 ივლისის №01-05-04/181 დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2018  წლის 23 აგვისტოს №01-09-10/158 ბრძანების თანახმად:

• დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება  2018 წლის 12 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით შაბათ-კვირის გარდა შესაბამის ფაკულტეტებზე 10:00  საათიდან 16:00 საათამდე (დანართი 1);
• გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 26 სექტემბერს, 10:00 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო ცენტრში (სტუ-ის I კორპუსი, კოსტავას ქ. 68, I სართული). საპრეტენზიო განცხადებების მიღება  იწარმოებს 26 სექტემბრის 14:00 საათიდან 28  სექტემბრის 16:00 საათამდე, მათი განხილვა - 28 სექტემბერს, 16:00 საათიდან. გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 28 სექტემბერს;
• გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებში ჩატარდება 2018 წლის 01 ოქტომბერს 11:00 საათიდან; გასაუბრების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს. საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 01 ოქტომბრის 16:00 საათიდან  03 ოქტომბრის 16:00 საათამდე ფაკულტეტებზე. მათი განხილვა – 03 ოქტომბერს, 16:00 საათიდან. საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 03 ოქტომბერს;
• დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ის  დოქტორანტურის დებულების შესაბამისად;
• ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2018 წლის 06 ოქტომბრამდე.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადებაფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები (ორ - ორ ეგზემპლარად):
1. მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
2. მაგისტრის დიპლომი და მისი ასლი, ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
3. პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
4. ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 х 4 სმ და CD დისკი;
5. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).
საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებული  განცხადება რეგისტრაციისათვის დანარჩენ საბუთებთან ერთად  ბარდება სტუ-ს კანცელარიაში.

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან.

სოციალური მეცნიერებების, მასობრივი კომუნიკაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის სადოქტორო პროგრამებზე  ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება  არ მოეთხოვებათ.

თეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში.

ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის ტესტირების ცენტრში ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).

აგრარული ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ინგლისური  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ს საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

აგრარული ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ  გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვს უცხოენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება და სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

სატყეო საქმის, საგზაო ინჟინერიის, მეცხოველეობის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა ჩააბარონ  გამოცდა ერთ-ერთ უცხოურ ენაში (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) სტუ-ის საგამოცდო ცენტრში.

სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური და რუსული) ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ გამოცდა ინგლისურ და რუსულ ენებში სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა) გამოცდის ჩაბარება ან სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ.

სამხედრო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა   საფაკულტეტო დროებით კომისიასთან გასაუბრების დროს უნდა შესძლონ ერთ-ერთ უცხო ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ტექსტის წაკითხვა და თარგმნა სამხედრო საინჟინრო ან სამხედრო ტექნიკურ დარგში.

მხედველობაში მიიღება აგრეთვე:
• სამაგისტრო ნაშრომის შეფასება;
• სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;
• სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
• სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საბუთები და მასალები (სერტიფი¬კა-ტე¬ბი, სიგელები, პატენტები და ა.შ.).  
დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს  ერთი წლის სწავლის საფასურის 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.

ის პირები, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის  დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება    ცნობილი.

დანართი 1

საბუთების მიღება იწარმოებს ფაკულტეტზე:

სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 
მ.კოსტავას 68;  სტუ-ის I  კორპუსი, მე-7 სართული, ოთახი 707
 საკონტაქტო ტელეფონი -  595 95 33 00;


სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით

. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
1. სადოქტორო პროგრამა: მანქანათმცოდნეობა, მანქანათმშენებლობა და საწარმოო  ტექნოლოგიური პროცესები (მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის დოქტორი);
2. სადოქტორო პროგრამა: ტრანსპორტი (ინჟინერიის დოქტორი ტრანსპორტში);
3. სადოქტორო პროგრამა: ტრანსპორტისა და მრეწველობის მენეჯმენტი (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი);
4.სადოქტორო პროგრამა: საგზაო ინჟინერია (ინჟინერიის დოქტორი).


 

სიახლეებში დაბრუნება