03 იან

პროგრამების აკრედიტაცია



2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23 დეკ

გილოცავთ



ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
16 ნოე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობებს 2021 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით
ყველა სიახლე

ხარისხის უზრუნველყოფა


ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა

უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, შესაბამის მექანიზმებსა და პროცედურებს, რომლის მიზანია საგანმანათლებლო პროგრამების, სწავლების პროცესების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და მასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის ხარისხის შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ძირითადი ამოცანებია:

  •  უნივერსიტეტის დახმარება მისიის, მიზნებისა და ამოცანების შესრულებაში;

  •  უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის პერიოდული შეფასება, მონიტორინგი და შედეგების ანალიზი საქმიანობის ხარისხის შემდგომი ამაღლების მიზნით;

  •  უნივერსიტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის განვითარების ხელშეწყობა.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სტრუქტურა

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა მოიცავს ყველა იმ ელემენტს, რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. იგი უნივერსიტეტის მართვის პროცესის შემადგენელი ელემენტების: დაგეგმვის, ორგანიზების, მოტივირებისა და კონტროლის განუყოფელი ნაწილია. სისტემა მოქმედებს უნივერსიტეტის მისიის, პოლიტიკის, სამართლებრივი და სხვა ვალდებულებების კონტექსტში, აგრეთვე, ეყრდნობა იმ ძირითად პრინციპებსა და სტანდარტებს, რითიც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტი თავის საქმიანობაში.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ახორციელებს ციკლურ პროცესს, რომელიც მოიცავს ოთხ ძირითად, ერთმანეთთან დაკავშირებულ ელემენტს: დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და განვითარება - PDCA (Plan, Do, Check and Act). PDCA წარმოადგენს დაუსრულებელ ციკლს, რომლის რეალიზაცია ხდება სამუშაო პროცესის ყველა ფაზაზე და უნივერსიტეტის მართვის ყველა დონეზე. აღნიშნული ციკლის საფუძველია მოსაზრება, რომ რომელიმე პროცესის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ამ პროცესის დაგეგმვა, გეგმის შესრულება, შესრულების შეფასება და შედეგების ანალიზის გათვალისწინებით მოქმედება განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის, რაც, ჩვეულებრივ, იწვევს გეგმების გადახედვას და ა. შ.

შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება უნივერსიტეტის ოფიციალური სტრუქტურები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა თუ ინიციატივა ამ მიმართულებით.

 




ხარისხის უზრუნველყოფა

განათლების ხარისხის უზრუნველყოფა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებია ავტორიზაცია და აკრედიტაცია, რომელსაც ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.




უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები (სახელმძღვანელო)