განხორციელება (Do)
ამ ეტაპზე ხორციელდება სამუშაო პროცესის ან სამუშაოს რეალიზაცია შემუშავებული გეგმის შესაბამისად. ამასთან, უნდა იყოს მონაცემები ცვლილებების განხორციელების შედეგად მიღებული ეფექტის შესახებ.
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გულისხმობს სტრატეგიასა და შესაბამის პროცედურებს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და შემოქმედებითი საქმიანობის მაღალ ხარისხსა და სტანდარტებს. პირველ რიგში, იგულისხმება პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სათანადო ხარისხი, მათი რეგულარული მონიტორინგისა და პერიოდული შემოწმების უზრუნველყოფა შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე. მნიშვნელოვანია ამ პროცესებში სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობა.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტში შესაბამისი ოფიციალური სტრუქტურული ერთეულების არსებობას ფუნქციონალური მოვალეობებისა და უფლებამოსილებათა მკაფიოდ გამოხატული საზღვრებით. მათი საშუალებით განხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა თუ ინიციატივა ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების მიმართულებით. სტრუქტურირება, პირველ რიგში, გულისხმობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების შექმნას. გარდა ამისა, იგი უნდა ემყარებოდეს: საინოვაციო ცენტრებს, ტექნოლოგიურ პარკებს, საცდელ წარმოებებს, საკონსტრუქტორო ბიუროებს, უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს, უნივერსიტეტთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს და ა. შ., რომლებიც განაპირობებენ სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მაღალ ხარისხს და, აგრეთვე, საბაზრო მექანიზმების ამუშავებას.