განვითარება (Act)
მიღებული მონაცემებისა და შედეგების ანალიზის საფუძველზე პროცესსა და სამუშაოში შედის ციკლის მე-3 ეტაპზე დადგენილი ცვლილებები, რომელიც გააუმჯობესებს და განავითარებს აღნიშნულ პროცესსა და სამუშაოს. განვითარების პროცესი ძირითადად მოიცავს უნივერსიტეტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე განსაზღვრულ მიმდინარე ან დაგეგმილ ქმედებებს, როგორც შემდგომი დაგეგმვის ციკლის ნაწილს. პროცესისა და სამუშაოს მოდიფიკაციის შემდეგ ციკლი თანდათანობით გადადის „დაგეგმვის“ ფაზაზე.