03 იან

პროგრამების აკრედიტაცია



2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23 დეკ

გილოცავთ



ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
16 ნოე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობებს 2021 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით
ყველა სიახლე

შეფასება

შეფასება (Check)

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში უნივერსიტეტის საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება უნდა ეფუძნებოდეს უნივერსიტეტის საქმიანობის ხარისხის ფაქტობრივ ანალიზს, შესაბამის სტანდარტებსა და დადგენილ კრიტერიუმებს. იგი უნდა ემსახურებოდეს უნივერსიტეტის ეფექტურად წარმოჩენას თავისი საქმიანობის სფეროში.

ჩვეულებრივ, შეფასება უნივერსიტეტის ფარგლებში რეგულარულად უნდა მიმდინარეობდეს. საქმიანობის შედეგების ხარისხის შემოწმება განსხვავდება მონიტორინგის პროცესისგან იმით, რომ მისი დანიშნულებაა შეაფასოს სამუშაოს შესრულების ხარისხი ან პროდუქტის ვარგისიანობა შემაჯამებელი შეფასების სკალით კონკრეტული დროის შუალედში. შემოწმება არის ძირითადი საშუალება, რომლითაც უნდა შეფასდეს უნივერსიტეტის მუშაობა, მისი მისიის, პოლიტიკის, გეგმებისა და პროცესების განხორციელების დონე. შემოწმებამ უნდა წარმოაჩინოს უნივერსიტეტის ძლიერი მხარეები და, ამასთან ერთად, გვიჩვენოს სფეროები, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში გათვალისწინებული პროცესები საჭიროებს რეგულარულ შეფასებასა და ანგარიშგებას. სისტემატური კონტროლი და ანგარიშგება არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რომლის მეშვეობითაც თვალსაჩინო გახდება რამდენად შეესაბამება განხორციელებული ცვლილებების შედეგები გეგმაში დასახულ მიზნებს და რამდენად სამართლებრივი და თანმიმდევრული ფორმებითა და მეთოდებით მიმდინარეობს მათი განხორციელება უნივერსიტეტის მასშტაბით.

შეფასების შედეგებმა შეიძლება მოითხოვოს შესწორებების შეტანა პროგრამებში, პოლიტიკაში, პროცედურებში, ორგანიზაციულ მიდგომასა და გეგმებშიც კი, რათა სხვადასხვა სახის შეფასებები მოაქციოს ხარისხის ერთიან სისტემაში.

 

უკუკავშირის პროცესები

უნივერსიტეტის მომსახურებასა და საქმიანობაში რეგულარული და ხშირი უკუკავშირი არის დაინტერესებულ ჯგუფებთან ინფორმაციის რეგულარული გაცვლის საშუალება, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ნაწილს. მაგალითად, უკუკავშირი მიიღება სტუდენტების, თანამშრომლების, კურსდამთავრებულების, უნივერსიტეტის პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლებისა და გარეშე პირების გამოკითხვის საშუალებით. უკუკავშირი ჩვეულებრივ ექვემდებარება სისტემატურ ანალიზს. მან არა მხოლოდ დახმარება უნდა გაუწიოს ხარისხის შეფასების პროცესს, არამედ განსაზღვროს თუ რა დონეზეა არსებული მდგომარეობა, სად არის აუცილებელი ან სასურველი გატარდეს გასაუმჯობესებელი ღონისძიები.

ხარისხის უზრუნველყოფის სისტემამ უნდა გვიჩვენოს გასატარებელი ცვლილებები და გაუმჯობესების გზები, რომლებიც დაფუძნებული იქნება სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეებისგან უკუკავშირის მეშვეობით მიღებულ ინფორმაციაზე.