სიახლეები
დაიწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე
დაიწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) აპლიკანტთა რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე. 2013 წლის შემოდგომიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა. ინიციატივის მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას
ინკლუზიური განათლების ცენტრი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2013 წლიდან ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების ჩართვას საუნივერსიტეტო სივრცეში.
ინკლუზიური განათლება გვერდზე განთავსდება უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები, ღონისძიებები და სხვა სასარგებლო ინფორმაციები, რაც მიზნად ისახავს სტუ-ს სტუდენტებსა, თანამშრომლებში და ზოგადად, საზოგადოებასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.