ხშირად დასმული კითხვები
1. როდისაა მიღება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე?
- მიღება ხორციელდება წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. რეგისტრაციის თარიღი დაიდება ვებგვერდებზე: gtu.ge; vet.ge.
2. როგორ დავრეგისტრირდე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ?
- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტს რეგისტრაციის გავლა შეუძლია:
1. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი;
2. ონლაინ რეჟიმში - რეგისტრაციისთვის აპლიკანტმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში (vet.emis.ge) უნდა გაიაროს რეგისტრაცია და შექმნას პირადი მომხმარებელი. სსს/შშ მქონე აპლიკანტმა, აუცილებლად უნდა მონიშნოს სარეგისტრაციო გრაფაში მოცემული ველი ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი’’;
3. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში.
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტი: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
3. რამდენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეუძლია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს დარეგისტრირება?
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს შეუძლია დარეგისტრირდეს არაუმეტეს 3 პროგრამაზე.
4. რა დოკუმენტებია საჭირო რეგისტრაციის გავლის შემდეგ?
- რეგისტრაციის გავლიდან 4 სამუშაო დღის ვადაში თქვენ შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ იმ დაწესებულებაში/დაწესებულებებში სადაც დარეგისტრირდით და გსურთ სწავლა:
ა) ექსპერტთა გუნდის დასკვნა, რომლითაც დასტურდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება და რომელიც დამოწმებულია ექსპერტთა გუნდის მინიმუმ სამი წევრის ხელმოწერით;
რეგისტრაციის გავლიდან 3 სამუშაო დღეში თქვენ დაგიკავშირდებათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტთა გუნდის წევრი ფუნქციური და აკადემიური უნარების შეფასებისა და სპეციალური/დამატებითი საგანმანათლებლო საჭიროებების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით, რომელსაც თქვენ შემდგომში გადმოგცემთ.
ბ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლითაც თქვენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდით ცალკეულ კლასში/სემესტრში ან საფეხურის ბოლო კლასში და რომელიცდამოწმებულია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის სამუშაო ჯგუფის ან/და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ხელმოწერებით;
გ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:
გ.ა) აუდიოგრამა (სმენის დარღვევისას);
გ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობა (მხედველობის დარღვევისას);
დ) ქცევითი და ემოციური აშლილობის არსებობის თაობაზე შესაბამისი სპეციალისტის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5. რას ნიშნავს პროფესიული მოსინჯვა?
- პროფესიული მოსინჯვა გულისხმობს ალტერნატიული გზით გამოცდის ჩაბარებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის დადგენის შემდეგ, ინკლუზიური განათლების სპეციალისთთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ასისტენტთან და პროფესიულ მასწავლებელთან ერთად იგეგმება პროფესიის შესაბამისი აქტივობა. ეს აქტივობა დაყოფილია ბიჯებად, რომლებსაც აპლიკანტი ასრულებს პროფესიულ მასწავლებელთან ერთად. პროგრამის/პროგრამების მოსინჯვის შემდეგ, აპლიკანტი ირჩევს მისთვის სასურველ პროგრამას.